შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..დაბადებით ობოლი სულთა გადამყიდველი...


20-03-2018, 20:24
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 422

არსებობის მორევში, ბნელმა მიმისაკუთრა,
წყვდიადის გალიაში შენს აღწერას ვეცადე,
წაშლილ მოგონებების სამყაროში სათუთათ,
შენს ხატებას ვინახავ და შენს სახეს ზეცამდე..

მომადგება ქაოსი, მოგონებით დაოსილს,
და ეჭვების მათრახით ფაფად აქცევს უჯრედებს,
რომ თვით დასაბამიდან შენ ხარ ჩემი დაოსი,
და მხოლოდ შენს მარწყვივით ლამაზ ბაგეს ვუჯერებ...

წავა ტვინში ტკივილი, საბრალისი კივილი,
აღმოხდებათ ნაწამებ ყვირიმალებს ბაგიდან,
აღარ ძალუცთ ცრემლშემშრალ თვალებს უკვე ჩივილი,
და ნაკურთხ წყალს ვიგემებ ნაჩუქარი აბგიდან.

გაიხსნება ვენებში აიაზმა პირველი,
და სიწმინდე ციური, კვლამ სიმშვიდეს მოიტანს,
დაბადებით ობოლი სულთა გადამყიდველი,
ჯოჯოხეთის ქარცეცხლში უფლის ნათელს მოიყვანს.

გამიღიმებს ის სახე, მე რომ ადრე ვიცნობდი,
ჩამეხვევა თმები და გამწვანდება თვალები,
დამიბრუნდა ის ნეკნი, ფერდიდან რომ ვიძრობდი,
რათა მარტოობისთვის დამეფარა ვალები.

ჩემი სულის სანთელო, ჩემო თვალებნათელო,
ისე, როგორც არასდროს, გპოვე, სადაც გეძებდი,
არ მეგონა არასდროს, ჩემგან თვალანახელო,
ჩემს გარეშე ბედნიერ ცხოვრებას თუ შეძლებდი.

რის ვაი და რა ვიში, შენ გსურდა და გაგიშვი,
ახლა დედაჩემის წინ დავიჩოქებ მუხლებზე,
ჩემო ტკბილო შეცდომავ, გავბედე და დაგიშვი,
ახლა ჩუმად ვლოცულობ ჩემს განძზე ხელუხლებზე.

ბედნიერი იქნები, ჩემო ყველავ, გპირდები,
შენი ბედის ეკალბარდს ჩემი ხელით გავფურჩქნი,
მუდამ შენთან ვიქნები და როცა გავმდიდრდები,
ჩემ წილ მადლიერებას გამოვხატავ საჩუქრით.

მე არ ვიცი ძვირფასო, სიყვარულზე ლამაზი,
თუკი არის რაიმე, ანდა მასზე მდიდრული,
მხიარული, კეთილი, უშიშარი, ჯამბაზი,
ზოგჯერ ამპარტავანიც, გესლიანიც, დიდგულიც.

რაზეც გძალუცს შეხება, ყველაფერი გექნება,
ისე, ვეღარ მიხილოთ, ვეღარავინ, ვერასდროს,
მე ხომ ვიცი, ყველაფერს ერთი ნაზი შეხება,
ამ სამყაროს გაზაფხულს შეაბნევს და შეაქსოვს.

ვარდისფერი ბინდებით როცა გამოფრინდები,
მხარზე დასკუპებული, თან გახლდები, გპირდები,
თუკი მომეფერები, აღარ გაგიფრინდები,
და ღვთით მირონცხებული, სულ შენს მხარზე ვიჯდები.

სიტყვა წართქვა მისნური, ბნელმა ბინდი გააპო,
და ლაჟვარდის ზეწრებში გაეხვია უკვდავი,
ვერ გასცილდა ზღაპრული ღამე ლექსად ნაამბობს,
და ლილისფერ ღრუბლებში გაიფანტა მუდარით.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
მდაა...მომწონს...


რა ბრძანებაა დედოფალო?! blush მდაა.. როგორ განვმარტო ეს? laughing თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარ, არ მიყვარს მიკიბულ მოკიბული საუბარი smile

 


№2  offline მოდერი bla.ell

მომეწონა ეს ლილისფერ ღრუნლიანი ლექსი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent