შენს სარკმელთან
ვზივარ ღამით შენს სარკმელთან, სიბნელეს ვჭვრეტ ირგვლივ თვალით, იქნებ სადმე შემეყარო, გზა გავაგნო შენი კვალით. მაგრამ სად ხარ, რაზედ ჰფიქრობ, რას ატარებ ჩვილი გულით, გიფიქრია ერთხელ ჩემზე, ან დამთვრალხარ სიყვარულით? ჭეშმარიტი არ გაჰქრება, ვერ დათრგუნავს ვერც ცრუ მართალს, ვერ დასცინებს სულიერი ღვთაებრივი სითხით დამთვრალს. მაშ ეს სითხე იყოს შენი ნაზი ხელით დაწურული, მაშ დამისხი, განათდება გული შავით დაბურული. კიდევ ერთხელ გეტყვი სათქმელს, კიდევ ერთხელ ავთრთოლდები, კიდევ ერთხელ გამოჩნდება კავკასიის ლურჯა მთები. სიჩუმეა ვერხვის ფოთოლთ აშრიალებს ნაზი სიო, და რაღაც ხმა იდუმალი ყურს ჩამძახის: გიო! გიო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.