შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა მინდა?


1-08-2020, 21:11
ავტორი პეტრიქორი
ნანახია 1 440

ფიქრები ფიქრებად დაქრიან ფიქრად,
ვერა და ვერ ვხვდები მე აქ რა მინდა...
რა მინდა მზის გულზე გაწოლილს მინდვრად.
ან ამ ზეს რა უნდა , რით ვერ დაბინდდა...
დამღალა ლურჯმა ცამ , სხვა ფერი მინდა
არ მომწონს ბალახი, არც მწვანე გვიმრა
მაშფოთებს ფოთოლთა თმამი მიხვრა,
მოხვრაზეც იგივეს ვიტოვებ ფიქრად.
დიდი დრო გავიდა ამგვარად ყოფნის
ვხვდები სჯობს დავიწყოთ ახალი ფორმით,
გამივლის ალბათ, ეს განწყობა ცივი,
მომხიბლავს რამე და გახდება თბილი
ათასი იდეა დაძვრება ტვინში
იგივე ტრიალებს ჩემს თავში ძილშიც
ვგრძნობ მინდა ნახვა ახალი გვერდის,
ათასი წყვილი დამხმარე ხელის,
მინდა რაიმე ნარინჯისფერი,
ლურჯის ცის მაგიერ, ფირუზისფერი...
და როცა ალბათ მოვრჩები ზვერვას,
და დავთვლი ქუჩებშო ფოთოლთაცვენას,
და ვპოვებ იმ ერთ ჭეშმარიტ მზერას
და გავიგონებ იმ ნანატრ ბგერას,
ვიტყვი ურითმოთ სიტყვათა კრებას-
“ადამიანი, ადამიანისთვის - მზეა!”




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent