მე შენს თვალებში
მე შენს თვალებში, სულთქმავ ჩემო, დავანთებ სანთელს, და შენს ღიმილში სამადლობელ აღვავლენ ლოცვას, ჩემო მზისფერო ქალავ, ჩემს სულს რომ აფენ ნათელს, საღვთო ბილიკზე მომაბრუნე, შემომხვდი როცა.. ვიწვი.. კამკამა სიმწვანეში ნებივრობს გული, რომ აიტანოს შენს გარეშე არსყოფნის წამი.. რომ ამ სიმშვიდეს ვერ იყიდის ვერარა ფული, მესამოთხება შენს ქარცეცხლზე შთენილი ნამი.. შენს ანარეკლში ჩაკარგული ობოლ მწირივით, შენს თვალთა სხივზე დილაობით დავაყრდნობ ლოცვანს, და რა დიდია მესაკმევლის გულის ტკივილი, მკვდართა ნებით რომ წესს აუგებს გარდაცვლილ ცოცხალს.. დიდ ხანს მეგონა, ჩემი თავი, მართლაც, მესია, მშობელის გვერდით ავაზაკად სანამ ჯვარს მაცვეს.. დიდ კარიბჭესთან დუშმანი რომ შემოგვესია, მიმახანჯლეს და მომაკვდავი ხის ძელზე გამსვეს.. არდავიწყება ყოფილიყოს მაშ იმ ღიმილის, მე ჩემიანებს მომაკვდავმა გავხედე როცა.. გადამავიწყდა მათ თვალებში ჩემი ტკივილი, და პერანგიდან მშობლიური გავშალე დროშა.. თუმც დროშით ხელში დავიმარხე დუშმანთა შორის, მე არ მყოლია მომხდურთ შორის მაშინაც მტერი ეძინათ სხეულთ ხელჩახვეულთ, გზა ედოთ შორი, სულებს მათსას და ზეიმობდა ქართველი ერი.. მე წამოვდექი საფლავიდან.. მოვნახე ძალა.. როცა ჩემმა მზემ გული ისევ გამითბო მკერდში.. მე შენ მიყვარხარ, ჩემო თბილო, მზისფერო ქალავ.. და ჩემს ღირსებას, ქართულ დროშას ჩაგიდებ ხელში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.