შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი პირველი ხილვა(მარის❤️ M.V.)


20-09-2020, 21:42
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 526

დიდი ხანი ვიყავი დაკარგული. დეპრესია, გაურკვევლობა, ბრაზი და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე მაწუხებდა. მთავარი კი ის იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში აღარც ვწერდი. მოკლედ დაგიბრუნდით აწ უკვე აბიტურიენტი, ახალი მუზით და ახალი იდეებით ^_^



სულ პირველად რომ გნახე, ჩემში ჩასახლდი თითქოს
და მხოლოდ შენზე წერა, მსურს, რომ ჩემმა დრომ იხმოს.
სულ პირველივე ჯერზე მომინდა შენზე წერა,
სიმღერა მე არ ვიცი, მსურდა შენთვის მემღერა.

ეს რამდენიმე დღეა, მე შენს თვალებზე ვფიქრობ
და ალბათ შენ ამ ფიქრებს მე სულაც არ ჩამიქრობ.
მაგ სილამაზემ, უცხომ, გააქრო ირგვლივ ყველა,
შენმა სურნელმა მე ხომ ფიქრები გამიგრძელა.

ვიცი, კვლავ გავა ეს დრო და დაგინახავ ისევ,
იცოდე, რომ შენ ჩემში სულ წინ და წინ მიიწევ.
შენი ყურება მათრობს, იწყება ეს დღე შენით,
შენ ხომ პოზიტივს აფრქვევ, რომლითაც ჩვენ სხვებს ვდევნით.

შენ რომ გიყურო ისევ, ყველაფერს დავთმობ მარი,
მე ხომ უშენო ლექსებს, უარი დღეს ვუთხარი.
შენზე განვაგრძობ წერას, შენ ხომ ხარ ლექსის ექო,
ჩემი ფიქრები მაგ შენს სილამაზეს შეეხო.

სულ პირველად რომ გნახე, ჩემში ჩასახლდი თითქოს
და მხოლოდ შენზე წერა, მსურს, რომ ჩემმა დრომ იხმოს.
სულ პირველივე ჯერზე შენით გავოგნდი თურმე,
მე შენზე ფიქრს და წერას მთელი ღამე დავუთმე.

გიორგი უერთაშვილი
#გიჟითავისუფალია
#მეტიპოზიტივი
#მარი



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ბრავოო???? ველოდები მომდევნო ლექსს????

სტუმარი ანა
ბრავოო. ველოდები მომდევნო ლექსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent