უსასრულობის პიკი(მარის M.V.)
შენს სილამაზეს მინდა მივუძღვნა ყველა ბგერა, შენს გარდა ამ კალამმა, სხვაზე კვლავ ვერ დაწერა. დღეს ჩემს ლექსებში არვინ არ არის შენზე დიდი, შენზე წერისთვის მხოლოდ, მე თავსაც კი გავყიდი. შენს სილამაზეს მინდა მივუძღვნა მე მზის მზერა, ქარის სიტყვა ამ მზემ ხომ ისევ არ დაიჯერა. დღეს ამ სტროფებში შენ ხარ უსასრულობის მთვარე, შენი სინათლით სხვები სამუდამოდ დაფარე. შენს სილამაზეს მინდა ვუთხრა კვლავ ერთი რამე: "მაგ იდუმალი წვიმით გზა წითლად დამინამე". შენ შეგადარებ მზეს და მხოლოდ ამ დღის მშვიდ ღამეს, ლექსებმა ხომ შენს გარდა სხვა ვერვინ ვერ იწამეს. შენს სილამაზეს მინდა მივუძღვნა ყველა ბგერა, შენს გარდა ამ კალამმა, სხვაზე კვლავ ვერ დაწერა. დღეს ჩემს ლექსებში არვინ არ არის შენზე დიდი, შენზე წერისთვის მხოლოდ, მე თავსაც კი გავყიდი. #გიჟითავისუფალია #მეტიპოზიტივი #მარი #MV |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.