შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია


2-10-2020, 14:17
ნანახია 1 129

პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს..
საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ..
და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი,
ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე,
ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით..
მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი.

ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის
ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ.

ზოგჯერ მომდის აზრები
კონუსის ფორმის ლოკოკინა
ან მშრომელი ჭიანჭველა ვიყო,
მე თუ ვინმეს ფეხზე ვერ დავაყენებ,
მათ გამოვადგე რამეთი მაინც..
ანდაც ია, ან გვირილა,
რომელმაც იცის ან გახმება ან დაჭკნება,
მაგრამ თვალსა და გულს გაუხარებს საყვარელ გოგონას.

ჩემს შიზოფრენიას გააჩნია
თავისუფლების შესაზღუდი რამდენიმე ჩარჩო,
მაგრამ ისაც ჩემი დახატულია,
საკუთარ თავში,
ისევე როგორც ბილი მილიგანის იდენტურობის დისოციაციური აშლილობა,
და შესაძლოა ვიაზროვნო როგორც —
ნინო, მარიამი, ანი, თამარი, ქეთი, ნათია, თიკო, ია, სალომე
მაგრამ დავრჩე იმავე სხეულით, იმავე ნიკად,
როგორც აქამდე მიცნობდით.

ნუ გეშინია გოგონა,
მე შენ მიყვარხარ!
ჩემთან, ჩემით იქნები დაცული აწ და მარადის
და ჩემითვე მიიღებ შვებას,
რომელიც გეგონება თავისუფლება,
არადა ეს იმ მოვალეობების დასაწყისი იქნება,
რაზე ოცნებითაც სრულდება ეს ლექსი...



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის...

კარგია ☺

 


სტუმარი დაკი
ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის...

კარგია ☺


გულში ხარ დაკუნია, კარგი გოგონა ხარ, გამიხარდება, თუკი სადმე გადავიკვეთებით, თუკი არანაირი სოც. ქსელი არ გაქვს, (იმ ლექსში ინსტაგრამიც დავდე) მაშინ რავიცი.. სადმე, როგორმე.. გამოფენაზე ან 27 თებერვალზე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent