შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული ოცნებების სასაფლაოზე


29-10-2020, 11:06
ავტორი tornike927
ნანახია 1 369

დილით ვიღვიძებ, სიბნელეა გარეთ და სულში,
აღარ დამთავრდა ეს მტანჯველი ცივი ზამთარი,
როგორც ტიტანი, დამწყვდეული სადღაც ჯურღმულში,
სამშობლოდან შორს წერად მიხმობს ბნელი დავთარი

და მე ვერ ვნახე თოვლის ცვენა, როგორც იმედი
იყო ქარბუქი, წვიმა, სეტყვა, ჭექა-ქუხილი
გვირაბის ბოლოს სინათლესთან კვლავ ვერ მივედი,
ზეციდან ისმის იდუმალი, მხოლოდ დუმილი

ბეღურებიც კი არ არიან, მხოლოდ ყვავები,
დილაადრიან დამჩხავიან, როგორც ჭინკები
დაზომბებული მოძრაობენ მკვდარი თავები,
ჰადესი ლოცავს ისმის მისგან შავი სიტყვები

მიდის ქეიფი დაცემული ქერუბიმების,
კუპრში ბანაობს აღრეული ადამის მოდგმა
სადღეგრძელოა დალეული დღეს უღირსების,
აქ ლომი არის წაქცეული, და ისმის მოთქმა

ვდგევარ ეული ოცნებების სასაფლაოზე,
და მესაფლავე მარხავს მორიგ ბედნიერებას
მე იქ ვიყავი სიყვარულის სასაკლაოზე,
ვერვინ უშველის ამ დაღუპულ ქვეყნიერებას

შენ მიმატოვე ჯოჯოხეთში, ცა გამიშავე,
მე კი მინდოდა გალაქტიკა შენთვის მომეცა
ერთ დღეს მიხვდები უჭკუობით რა დამიშავე,
ღმერთო ნუ დასჯი, ისე როგორც ის მე მომექცა!



№1  offline წევრი tornike927

მწერალი ქალი
ყოჩაღ...ძალიან აზრიანი ლექსი იყო.წარმატებები.

მადლობა გაიხარე

 


№2  offline მოდერი Mary Drey

"შენ მიმატოვე ჯოჯოხეთში, ცა გამიშავე,
მე კი მინდოდა გალაქტიკა შენთვის მომეცა"

გამიხარდეს თუ საშინლად მეწყინოს, რომ მსგავსი გრძნობები დავიჭირე, შენს ლექსში რაც ჩემს სულში იყო ჩასაფრებული?
უდაოდ კარგი წერის სტილი გაქვს...
ცოტა არ იყოს სიმბოლისტი მწერლების ნაწერსაც მაგონებს. ვგონებ მათი კვალი შენს შემოქმედებაშიცაა.

კარგი იყო...
ემოციური.
ჩემეული.

დროებით. <3

 


№3  offline წევრი tornike927

Mary Drey
"შენ მიმატოვე ჯოჯოხეთში, ცა გამიშავე,
მე კი მინდოდა გალაქტიკა შენთვის მომეცა"

გამიხარდეს თუ საშინლად მეწყინოს, რომ მსგავსი გრძნობები დავიჭირე, შენს ლექსში რაც ჩემს სულში იყო ჩასაფრებული?
უდაოდ კარგი წერის სტილი გაქვს...
ცოტა არ იყოს სიმბოლისტი მწერლების ნაწერსაც მაგონებს. ვგონებ მათი კვალი შენს შემოქმედებაშიცაა.

კარგი იყო...
ემოციური.
ჩემეული.

დროებით. <3

მადლობა გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent