ამა სოფლის თავადისგან ნასამართლები
კვლავაც ღუბლები, გარეთ ისევ ნაწვიმარია, უფოთლო ხეებს, ამძიმებენ შავი ყვავები ევროპის ცენტრში, ამინდიც კი საზიზღარია, სადღაც ჩქარობენ, უსამშობლო, ხალხის მასები მეც თითქოს ვგევარ უფოთლო ხეს ყვავებ დასეულს, უაზრობაში ითქვიფება საღი აზრები დავსტირი კვლავაც ჩემს სამშობლოს მტრისგან წარმთეულს, აქ არ რეკავენ სვეტიცხოვლის ტაძრის ზარები ამაოება კვლავ მოედო ბებერ პლანეტას, გლადიატორთა ბრძოლა ისევ ძალიან ფასობს ჩემნაირებს კი მიუსჯიან მალე დახვრეტას, ადამის მოდგმა ჭკუას ისევ ვერაფრით სწავლობს წვიმის წვეთები ეცემიან როგორც ცრემლები, ძლიერ ასფალტზეც კი ტოვებენ თავის ნაკვალევს მე კი ყოველდღე ჯოჯოხეთში მისით ვსველდები, ეშმაკი მაწვდის დიდი თასით კუპრის დასალევს სამშობლოდან შორს თანაც შენგან დავიწყებული, ვით კეისარი ოცდასამჯერ ნაღალატები კუპრის წვიმაში ხის კოცონი აღვივებული, ვარ ამა სოფლის თავადისგან ნასამართლები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.