შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარები გამიღეთ, აქედან გამიშვით


13-11-2020, 15:39
ნანახია 1 273

სიცოცხლეს გავიღებ, როგორც იმ ბავშვივით,
რომელმაც ფურცელზე აღბეჭდა სამყარო...
კარები გამიღეთ, აქედან გამიშვით,
უნდათ, რომ ჩემივე სახლიდან გამყარონ...

15 დღე არის გასული ომიდან,
16-ში ტყვიების ზუზუნი მაღვიძებს.
სარკმელი დახურეთ, აპრილი მოვიდა
-აპრილი იმეტებს ფანჯრიდან ტაბიძეს...

მარტო ვარ იქ, სადაც ყოველგან არიან...
წაკითხულს ვიაზრებ ყოველდღე, ძილის წინ,
იჯარით ავიღებ საღამოს მთვარიანს,
შეთქმულთა სიიდან გამრიცხავს თბილისი...

ოცია პირველის, მთვარეა წინდაწინ,
ყვითელი თვალები ვიტრინებს ავსებენ,
ამინდის პროგნოზი უარყოფს წმინდა წიგნს,
ხელფასის ნახევარს ითხოვენ ტაქსები...

პასტები იაფად მწერალთა კრებისთვის,
მისალოც ბროშურებს ხელჩანთით ვატარებ,
მოსაწვევ ბარათებს ვაგზავნი მტრებისთვის,
"დიდების სუფრიდან" ვაძევებ პატარებს...

22 აგვისტოს, პირველის თორმეტზე
პორტები დახურეთ, გადაწვით პარკები,
ძვირფასი ნივთები მიიდეთ ფორმებზე,
სამშობლოს ვესტუმროთ, ავჯანყდეთ ტანკებით...

ბოთლების ამალა, ჭიქების ოჯახი,
სუფრაზე თამადა აბოლებს სიგარეტს,
ახლობელ მიმტანებს აქედან ყოჩაღი...
რესტორნის თავდაცვა სიგრძეს და სიგანეს

ერთმანეთს უტოლებს... გაცვეთილ ღილაკებს
ლიფტიდან გამოსვლის ედებათ ნიშანი...
თითები ტოვებენ მიწაზე წვრილ ლაქებს,
ზღვის წყლიან ნაფეხურს შეჭამენ ქვიშანი...

ფოთლების დაღუპვით დაიწყო თიბათვე,
თითები მიისვა ზამთარმა წვერებზე,
მარტი და აპრილი ერთმანეთს მივათვრე...
საქმიან წრეებში ანდა ჯვრის წერებზე

შეგხვდები, დავიწყებთ ამ დროზე რას ვჩივით,
ჩვენს უკან მოჰყვება ჟრიამულს სამყარო
ოდესღაც მიგვიღეს გულთბილად ბავშვივით-
ახლა სურთ ჩვენივე სახლიდან გაგვყარონ...



№1  offline წევრი ჰაიკო

მაგარია!!!
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent