შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად დაიკარგე?

17-12-2020, 22:54
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 955

ჩემი ძვლები მიწაში ყრია,
ვეღარ მიხსენებ,
ძილის წინ
და გამთენიისას,
ჩემს ხსოვნას ებრძვი.
ერთი, ორი, სამი,
ვიხილები და კვლავაც მოვდივარ,
ჩვენი ბავშვობის სკვერში გდარაჯობ.
ერთი, ორი და სამი აღარ ჩანს,
ვიხილები, მინდა გეძებო.
ცოცხლები ისე სწრაფად ივიწყებთ,
მკვდრობა სჯობს ისევ.
ცოცხლებს სევდა გჭამთ,
უფლებას აძლევთ სრულად შეგსანსლოთ.
ერთი, ორი, სამი და ოთხი,
მე ვიხილები, შენთან მოვდივარ.
შენ კი ხარ მკვდარი,
იმაზე მკვდარი, ვიდრე გახრწნილი ჩემი სხეული.
სახლის კარი გაქვს დახურული,
ხომ დამპირდი, ღიას ვტოვებო?
ერთი, ორი და სამი - მოვდივარ,
შენ გეძებ ისევ.
სად დაიკარგე?
ჩემთვის ნათქვამ ყველა სიტყვას ქარი გტაცებს
და შენც არ ებრძვი.
ატან ამ ქარს გულში განცდილ ყველა ტკივილს
და უტკივილოდ, შენ შენ აღარ ხარ.
ერთი, ორი და სამი, მოვდივარ!
რასაც დამპირდი,
შესრულება უთუოდ გმართებს,
მაგრამ რა გახსოვს?
შენ შენ აღარ ხარ,
მე ისევ ის ვარ, ვეღარცოცხალი.
სად დაიკარგე?
მე ვიხილები, შენთან მოვდივარ,
შენ სახლში არ ხარ.
სად დაიკარგე?

№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nuki-rocks
არ ვიცი რა დავწერო,ან რა ვთქვა... უბრალოდ,სიტყვები არ მყოფნის...ალბათ,ბოლომდე ვერც შევძლებ იმის გადმოცემას,რაც ჩემში ხდება...ხო,ზუსტად ამის წაკითხვის შემდეგ.
ძალიან ძალიან მომეწონა,ემოციურია და კარგი.
წარმატებებს გისურვებთ.

უღრმესი მადლობა <3 შენც წარმატებას გისურვებ ყველაფერში

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჰაიკო
ძალიან ნიჭიერი ხარ.

უდიდესი მადლობა, რომ მაგის დაჯერებაში მეხმარები <3 თორემ ამ ბოლო დროს, ცოტა ეჭვი შემეპარა

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჰაიკო
ენ ჯეინი
ჰაიკო
ძალიან ნიჭიერი ხარ.

უდიდესი მადლობა, რომ მაგის დაჯერებაში მეხმარები <3 თორემ ამ ბოლო დროს, ცოტა ეჭვი შემეპარა

არ გეხმარები, ასე ვთვლი, ზოგადად არასტანდარტული ლექსის წერა ძალიან რთულია და შენ ამას შესანიშნავად გაართვი თავი.

უღრმესი მადლობა <3

როგორ მინდა ვუთხრა, მივწერო ან როგორმე გავაგებინო, თუ როგორ უსაშველოდ უსაშველოდ მენატრება და მიყვარს როგორ! მაგრამ მართლა სად არის და სად დაიკარგა, რატომ გამიქრა?! :(
თან ახლა ღამეა და თან როგორი სევდისფერი... მოსვენება დამიკარგა...
არ მიმიყვანია ურთიერთობა სიყვარულამდე, თქვენ წარმოიდგინეთ არც მინახავს, უნდა შევხვედროდით და მე კი გავაგდე, შემეშინდა რაღაც ახლის. ღირსიც ვარ რომ აღარ მოდის, ფიქრობს არ მჭირდება... მაგრამ რომ იცოდეს, რომ იცოდეს....
დრო იმდენი გავიდა, დროის გამო ვეღარავის ვესაუბრები მასზე, გიჟად ჩამთვლიან, ნუთუ კიდევ გახსოვსო მეტყვიან... მახსოვს კი არა, გული მეგლიჯება... რა ვქნა არ ვიცი, 20 წლის განმავლობაში არასდროს არავინ მყვარებია, დანამდვილებით არც ვიცი როგორია სიყვარული... მაგრამ მგონი ეს სიყვარულია, ისე მტკივა... სიყვარულია ალბათ, აბა რა არის... მისით ვიღვიძებ, მისით დავდივარ და მისით ვიძინებ. ვწუხდები. ძალიან მენატრება და მიყვარს.. მიყვარს...
ერთია რომ მე ამას განვიცდი, და მეორეა ის რას განიცდის ამ დროს... ნეტავ თუ შემორჩა ჩემი ხსოვნა, ოდნავ მაინც... ო, ღმერთო... რა ცუდია, ცარიელი ვარ საშინლად, თან ამაზე ვეღარავის ვესაუბრები.. გიჟად ჩამთვლიან.. ხოდა ამ ლექსმაც ის გამახსენა და მომინდა ვინმესთან სევდისგან დავცლილიყავი..

№5 სტუმარი უბრალოდ სტუმარი

ძალიან მომეწონა,რომ მიყვარს ის სტილია ♡
წინა ლექსიც როგორ მომეწონა.
რაც კი თქვენი წამიკითხავს ყველაფერი მომწონს,მაგრამ ეს ლექსები განსაკუთრებით...
წარმატებები ენ ჯეინ ♡♡♡

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მთვარის სევდა

მე მესმის შენი. და სადაც სიყვარულია, იქ 20 წელიც არ გამოდის ძალიან დიდი ხანი. მე მაინც მგონია, რომ უნდა ილაპარაკოთ. სიყვარული არ არის სირცხვილი და ამის გამო, თუ ვინმე გიჟად ჩაგთვლით, დაე, ჩაგთვალონ.
მაინც იმაზე იფიქრეთ, რომ ცხოვრება გრძელდება და თქვენ თქვენი გაქვთ გასავლელი, გასაკეთებელი, საშრომი. სევდას ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ რა მისიაც გაკისრიათ, ის ვერ შეასრულოთ. მგონია, ყველა ადამიანი თავისი მისიით იბადება. იპოვნეთ თქვენი და სევდას კი არა, ამ მისიის შესრულებას მიუძღვენით თავი <3
დიდი მადლობა, რომ მე ამირჩიეთ გულის გადასაშლელად. ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს.

უბრალოდ სტუმარი
ძალიან მომეწონა,რომ მიყვარს ის სტილია ♡
წინა ლექსიც როგორ მომეწონა.
რაც კი თქვენი წამიკითხავს ყველაფერი მომწონს,მაგრამ ეს ლექსები განსაკუთრებით...
წარმატებები ენ ჯეინ ♡♡♡

დიდი მადლობა <3 ცოტა რითმს ვკარგავ, მაგრამ ამ ბოლო დროს, გავიაზრე, რომ რითმი დიდად საჭირო არაა.
მიხარია რომ მოგწონს <3

№7  offline წევრი მარტა პერესი

ჯეინ ♡ გაქვს შენ რაღაც ისეთი,არ ვიცი რა,უბრალოდ..♡♡

№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარტა პერესი
ჯეინ ♡ გაქვს შენ რაღაც ისეთი,არ ვიცი რა,უბრალოდ..♡♡

თუ დაადგენ, მეც მითხარი :D

№9  offline წევრი shea

ყოფნა და ყოფნა, განცდა შეგრძნებით.
ფიქრი შედეგით, ფიქრი ფიქრებით.
ერთი ფრაგმენტი აზრს მოკლებული,
სარკე შეხედვით, ობობის ქსელით
თვალთა ხილული, ტვინთ უხილავი
ყურით სმენილი, ვერ მოსმენილი.
ისეთი ყოფნა რას ამბობს ნეტა
როცა ხარ, მაგრამ ვერაფეს ხედავ.
როცა ფიქრობ და ფიქრი არ იცი,
როცა არ იცი რას ძიობ ქვეყნად,
როცა ყოველი არის დინება
სადაც უბრალოდ ხარ მიყოლილი.
ხელ-ფეხ შეკრული, ტვინთ დაბურული
ყურებ დახშული ხედავ სამყაროს,
ჩვევაში დგახარ მიუჩვეველი
საათს დაჰყურებ თვალაცრემლებულს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent