ნუ მირტყამ
ნუ მირტყამ სხეული ისედაც მტკივა, არ მინდა ნუ მომკლავ,მე დედა მქვია! პატარა გვიყურებს,მას ეშინია ! ნუ მირტყამ,გეთაყვა სხეული მტკივა ... ათასჯერ დარტყმული სხეული მეწვება, უფალო გაიგე ეს ჩემი ვედრება. უძალო ვარდები, ძალები მეცლება... სხეულს კი სიცოცხლე როს გამოეცლება?! პატარას, ცრემლიან თვალებში ვუყურებ. ვთხოვ რომ წავიდეს,ამას ნუ უყურებ! ბავშვის ცრემლებზე ვედრებით ვანიშნებ. დაბლა ვხრი თვალებს და სიმწარეს ვარიდებ. და ბოლოს ამ ცემით როს გამოიფხიზლებს, სისხლიან სხეულზე,როს ტვინი იფხიზლებს. შიშიან თვალებით, ბავშვი იფიქრებს... და მუხლზე დაცემით,-ბოდიში იყვირებს . მეც ასე იმედის თვალებით გავხედავ, და ჩემს ყველა ტკივილს, ღმერთივით დავხედავ. ჩემს ტკივილს ძლიერი იმედი დაფარავს, ვიცი რომ ის კიდევ ათასჯერ დამარტყავს! ვიცი და რას შველის ეს ჩემი აზრები?! ვერაფრით გავავლე, მე სწორი ხაზები. როცა კი იმედი ჩემს გულში იფხიზლებს, წყეული სასმელით მაშინ ვერ იფხიზლებს. მაშინ ვერ იფხიზლებს, როცა ის ტირის. რატომ არ მივდივარ, ხათრი მაქვს შვილის? და თუ კი მასავით მის გზაზე ივლის? და ამის მყურები სხვას თუ ვერ ისწავლის? რისთვისაც მე ვრჩები ისაც თუ ისარის ??? ადგა და წავიდა კვლავ რომ დაელია. ჩემს თავს კი გაქცევის ფიქრი დაერია. ის დროა ვისუნთქო სუფთა ჰაერია. ვხედავ ჩემს ტანჯვაში არავინ ჩაერია! წავედი გავიქეცი პატარა წავიყვანე. მთელ გზაზე შიშისგან თავი ვერ ავიყვანე . მე ჩემი სიცოცხლე ძალიან განვიცადე, ასეთი უბედო ვთქვი რისთვის დავიბადე?! მივედი ეკლესიას, ბავშვი გადავმალე. მე ყველა დარტყმული, უფალსაც დავუმალე. უფალო ვედრებით, თქვენს გულში გადმალე. უცოდვილ ანგელოზს,მფარველად გადეფარე. დრო მიჰქრის, გულში კი შიშის ქარებია. ვინც კი მიყურებს მაშინებს თვალებია , გულში უკვამლო ქარიშხალებია, ბავშვსაც ტკივა და ტკივილის ალებია. ტირილის ხმაზე გამოვფხიზლდი ღამე მძინარე. მე შიშისაგან ცრემლის ვღვარე უხვი მდინარე. ვიცი რომ აწი გაითხრება ჩემი სამარე. პატარას ხმაზე შიში გულს დავასამარე. კლდესავით ვიდექ, ქალი მის წინ უწინ მშიშარა. მის წინ ვიდექი, ამაყიდა სახე მღიმარა. ის მღელვარებდა, მე კი როგორც მᲓინარის შარა. ვეღარ გაუძლო მტკიცე თვალებს თავი დახარა. ბაუშვს გაუშვი მთელი ხმითღა დავიღრიალე. მუდამ წყეულო ენა პირში ავასრიალე. უცებ ჩემს ჯიბეს ხელი სწრაფად ჩავასრიალე. ბავშვი ისევ თავის ოთახს დავატრიალე. წყრომით ვუთხარი: ერთის გული უნდა გაჩერდეს! რომელიღაც კი ქვეყნად ყოფნით გაუბედურდეს. რა ხარ ასეთი, იქნებ შენი თავი დაფიქრდეს. მოკვდი ყველა დღე უშენოდ რომ მშვიდად გათენდსს. ისე მიყურებს, სიფხიზლის ჟამს როგორც იცოდა. მავედრებელი თვალები ცეცხლად იწვოდა. ჩემმა გულმა კი არაკაცის ფიქრი იცოდა. დათვრებოდა და სიკვდილი რომ თან დამდიოდა. ერთი გასროლა, ყველაფერი ისე წიოდᲐ... ეს,მისი სისხლი ნიᲐღვარად გადადიოდა. მისი ყურებით ,გულის რევა ამომდიოდა. მიკვირს ცრწმლები არა და არ ჩამომდიოდა. მისივე ხელით დაამთავრა მისი სიცოცხლე! ეშმაკს მიყიდა, სულ ას გრამად ,მხეცისა სული. ჩემს სხეულზს კი, სამუდამოდ მახინჯი წყლული. დატოვა ყველა, ღია წყლული ქამარ დარტყმული... ეძღვნება ყველა ქალს რომელიც ძალადობის მსხვერპლია... ბავშვებს რომელთაც უწევთ ამ ტანჯვის ყურება ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.