შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ლამაზად წვიმს


31-12-2020, 21:34
ავტორი mari77
ნანახია 2 775

წვიმს და შენზე ფიქრია ცაზე,
და ისევ სევდა მეტყობა ხმაზე,
რალამაზად წვიმს...
წვიმს და ნუთუ ვერ გნახავ ისევ,
და თეთრ ფანტელებს მივყვები მივსდევ,
რალამაზად წვიმს...
მე მარტოსული დავდივარ უცხოდ,
ჩვეული რითმით გათენებისას,
და შენს ფანჯრებთან ჩავივლი უხმოდ,
და შენზე ვფიქრობ გაჩერებისას,
ნურაფერს მეტყვი, გთხოვ არ მიყურო,
რადგან მცხვენია შენი თვალების,
დეკემბრის თოვა მინდა გისურვო,
და შემოდგომის ღამე ქარების,
რალამაზად წვიმს...
შენ გამიღიმებ, არაფერს მეტყვი,
რადგან იცი რომ შენს სხეულს ვეტრფი,
ჩამეხუტე და ნურაფერს მეტყვი,
მხოლოდ შენ გეტრფი, მხოლოდ შენ გეტრფი.
რალამაზად წვიმს...
მე მომწონს როცა ფიქრების რვეულს,
მორცხვად გადაშლი გაღიმებისას,
გამახსენდება სადღაც მიკარგულს,
შენი თვალები დაბინდებისას.



№1 სტუმარი სტუმარი ბაბი

შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტის შესანიშნავი ლექსი! უმჯობესი იქნება ავტორს თუ მიაწერთ:-)
წარმატებულ წელს გისურვებთ!

 


სასიამოვნო ლექსია❤️

 


№3  offline წევრი mari77

ჰაიკო
ლამაზი ლექსია, წარმატებებს გისურვებ.

მადლობა

 


№4  offline წევრი EllaTriss

ძალიან კარგია..❤

 


№5 სტუმარი სტუმარი დეა

კოსტა სანიკიძე..... შესანიშნავიექსები აქვს სიმღერებად ქცეული ❤️

კოსტა სანიკიძე..... შესანიშნავი ლექსები აქვს სიმღერებად ქცეული ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent