შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შორია შენამდე...


2-01-2021, 16:59
ავტორი დაჩი
ნანახია 1 548

დათოვლილ გზებს აღარ ვემჩნევი
ნაკვალევს ვტოვებ, მხოლოდ ფურცლებზე
დღეს უფრო დამაგვიანდა
ვიდრე, ოდესმე მთვრალ გონებაზე

შემომეძარცვა ფიქრები შენზე
გავხდი ტუსაღი ნამგალა მთვარის
ვერ გაიგებენ, ვერ მიხვდებიან
რას ნიშნავს იყო მეხოტბე ზამთრის

ჩამოღამდება თვალებში სევდა
ვერცხლისფერ ფიფქებად დაიწყებს თოვას
ვინ იცის, იქნებ არც ღირდეს
სიყვარულისთვის ამდენი გლოვა?!

მანძილი შენამდე, ისე შორია
ისე შორია მანძილი შენამდე
ვეღარ გეხები, ვერ გაწვდენ ხელებს
რადგან, შენამდე ერთი ნეკნია



№1  offline წევრი დაჩი

მწერალი ქალი
ლამაზი ლექსია.წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა! ვაფასებ თქვენს ყურადღებას;-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent