სევდა და ჯინი
"სიყვარული ბრილიანტის სამკაულს ჰგავს, თუ დაგეკარგება,მისი ფასი იმდენად დიდია რომ ვერასდროს დაივიწყებ...." მიყვარხართ, უსიტყვოდ როგოც ცას ნათება! არ ვიცი რომ გხედავ,მე რა მემართება?! მხეცივით მინდა რომ დავგლიჯო ტუჩები. მითხარი მიდიხარ? მითხარი ხომ რჩები?! ამბებად დარდი მაქვს, წუხელის მოვმკვდარვარ. განა მე განვიცდი, ისედაც აღარვარ ... ისედაც, სულყველას თვალებში არადვარ, ვიცი რომ თქვენც იცით,რომ კარგი არავარ. მეც,თქვენებრ ცოდვილი დავდიᲕარ მიწაზე ... ვიცი რომ მომკითხავს, სუ ყველა ცოდვაზე ... მეტყვის განრისხებით:-სუ ბოლო ყველაზე! იქამდე მოჰყვებით ამაზე, იმაზე... შემადრით მძორზე და შემადრით მეძავზე!.. იტყვით საიდუმლოს, ჩემს ბოლო ცოდვაზე... მჯერა გამიმეტებთ, სუ ყველას ჯინაზე... არ იტყვით მიყვარდით, ვეღარ გაიხსენებთ. ჩემს ბოლო ოცნებას,ცამდე დაიშორებთ... იტყვით რომ ,არც შვილი მიყვარდა გულით. ჩემს დარდებს წავიღებ ჩემივე სულით ... ვიცოდი, ვიცოდი ასე რომ იზამდით! საგზლად რომ ეკლიან სამაჯურს მიწნავდით. ვხვდებოდი,ვიცოდი რომ აღარ გიყვარდით. მე ხომ ვთვრებოდი და მერე გწირავდით. სულს დარდის აფრები მწუხრად აეშლა. ამინდი? რავიცი ქარიც აიშლა ... სიგარას ვუკიდებ ფილტვი გაიშალა... კვამლი შავ აფრებად, თვალებს აეშალა... რომ არ დაგავიწყდეთ ფურცელზე დაგიწერთ ... ცხოვრებას უთქვენოდ რომ გული აწუხებს. დამცინით ხომ ვიცი, მთვრალიო აწუხებს... და მაინც მიყვარხართ! მე ასე მაწუხწბს... რომ არ დაგავიწყდეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, წავიღებ დარდებს და წავიღებ მარწუხებს... 19/12/2020 მ/ზ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.