ფრანებით ხელში ...
ცხოვრება მიდის საით და რატომ? ან ვისთვის მიქრის,დროები ქარში? რად იბადება ასე უმანკო, და მერე კვდება დიდ სიმძიმილში?! არ ვიცი, რატომ და ან კი რისთვის, რომ გვიხარია როს გათენდება. მიკვირს და მიჭირს ჩავწვდე, მე აზრებს, რად დაგვითვლია ჩენ ეს დროება?! რა ლამაზია, სამყარო დიდი, დიადი სულის ფეთქვის ხმა მესმის, როდესაც ქარში თმა გაწეწილი, მიჰქროდა ქალი ფრანებით ხელში, მე რა არ მიკვირს,კითხვა მაქვს ბევრი, და ამისათვის დრო არ მაქვს დროში, რაღაცას ვასწრებ, ვიღაცას ვასწრებ, არ ვიცი რით ვარ დღეს ბედნიერი . რისთვის ან რატომ მიყვარს ეს მიწა და გაბრწყინება ყოველი მზისა, არ ვიცი რად ვარ ასე მშიშარა, როდესაც ღამით ქუჩაში მივალ, რისთვის კანკალებს პატარა გული, როდესაც ცივა მზეშიც რომ სცივა... ან რატომა ვარ მე ბედნიერი, მხოლოდ პატარა მზის საჩუქრისგან... დრო კი არ მიცდის, მიდის ოჰ, მიჰქრის... რა საწყენია სად გეჩქარება ? ეს დრო მაჩუქე ყველაზე წმინდა! იქ სადაც არვის არ ეჩქარება... ვიხეტიალო უაზროდ მინდა... დროში დავმარცვლო გვირილა ფიფქად.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.