ფერადებს გარჩევ
შენ წელიწადის დროებივით იცვლი შენს სახეს, მეც შემოდგომის ფოთლებივით- ფერადებს, გარჩევ, აზრს რომ უკარგავს ეგ სიცივე ყველაფერს,ამჩნევ?! თუმცა ხასიათს ეს მიმკობს და ვერაფერს ვავნებ, დროებით ამბებს,გიყვები,თან ბევრს... უბრალო სიტყვებით ვახერხებ ამდენს, მისმენ თუ არა,ეს მაინც გაბნევს, დროებით გჩუქნი ბედნიერ წამებს, გჩუქნი ჟოლოსფერ,ნოტიო ბაგეს, დროებით მოვალ და აგირევ აზრებს, თუ კი დადგება ზამთრის დრო მალე, როცა სიცივე,შენ,თავთან გაწევს, ჩემს ადგილას წევს და თავის სუსხს გაჩვევს, მაშინ ისევ მთხოვ დროებით დავრჩე, დროებით,რადგან დიდხანს ვერ გავძლებ, მე შემოდგომის ფოთლებივით- ფერადებს,გარჩევ, დიდხანს გაგყვება ეს ფერები სულ თან რომ დამდევს, გადავწყვეტ ძილს და არ წავშლი ამ ლექსს, განდობ ჩემს აზრებს, თავბრუს რომ გახვევს, შენ წელიწადის დროებივით იცვლი შენს სახეს, და მეც მოსვლისას სულ ვცდილობ რომ ამინდებს ვახლდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.