შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ეს შეხვედრაც არის გვიანი


13-02-2021, 00:51
ავტორი ჯანდოსა
ნანახია 1 365

და ეს შეხვედრაც არის გვიანი

იყო დრო, როცა ნიავქარს ვგავდი,
სანამ არ შეგხვდი მაცდურად, ნავსად,
და რომ მცოდნოდა, რამ მახვილს მკრავდი,
ეგება არც კი შეგყროდი არსად.

ბედს ალბათ ვერსით ვერ გაექცევი,
ცივი სადავე რაც რომ მოწიო,
ო, ზედმეტია ახლა ლექსები
და არც სხვა ვიცი, რა შემოგწირო.

განშორებისას გული დავსრისე,
რომ დაგკარგოდი მწუხარე ლხინში,
მე განშორება არ მტანჯავს ისე,
როგორც ხელახლა შეხვედრის შიში.

ჩვენ ბნელ ხეივანს მარტო მივყვები,
ახსოვთ ამ ხეებს ის თბილი სიტყვა,
ო, ზედმეტია ახლა სიტყვები,
რადგან ყოველი უსიტყვოდ ითქვა.

ყვავილებივით ვარსკვლავი ჭკნება,
სინათლის წლები სხივებით შესვეს,
ვარსკვლავებივით ყვავილი დნება,
გულის სიღრმეში გაბარდნის ფესვებს.

ყაყაჩოები, - მარჯნის ღილები,
სადამდე უნდა ოცნება ტანჯოს?
ო, ზედმეტია ეს ყვავილები,
რადგან ისინი პირველებს არ ჯობს.

დარჩა ყაყაჩო, შავი ხალები,
რით ვერ დადაღა თებერვლის დაღმა?
კვლავ დაღმა ქრიან ქარიშხალები,
კვლავ ნიავქარებს მივყვები აღმა.

მივყვები აღმა, სხივთა დაფენა,
შუქმა დაფინოს გზები ქვიანი...
ეჰ, გვიანია ეს აღმაფრენა
და ეს შეხვედრაც არის გვიანი.

ამ გულმა იმ გულს თვალში შეხედა,
ვერ გააცოცხლა, ვერ განაახლა,
ეჰ, გვიანია ახლა შეხვედრა,
ეჰ გვიანია, ჩივილი ახლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent