შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვას თოლიებმა გადაუფრინეს! -


21-02-2021, 13:06
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 1 311

უცნაურია ვწერდე,
ვწერდე შენთვის...
უცნაურია ის რომ შორს ხარ და მაინც,
ყოველთვის გესაუბრები,
და თავს ვაჯერებ რომ გესმის...
გემის კაპიტანს ვგავარ,
შტორმის მოლოდინში...
გემი გადარჩება,
გემზე მყოფი ადამიანების გულწრფელი ლოცვით...
გულწრფელობით მეც გადავრჩები,
ვიპოვე ხსნა,
გადავარჩინო ბევრჯერ განწირული საკუთარი თავი,
მკვდრეთით აღვსდექი,
დამიბრუნდა სიცოცხლე,
ამოვიდა მზე,
მე ვწერ შენზე!
ვწერ შენთვის
უმისამართო წერილებს...
ყოველი სიტყვის წერისას სისხლის მიმოქცევა იმატებს,
გული უფრო სწრაფად მიცემს,
როცა ვგრძნობ დავიცალე,
ისეთი მშვიდი ვარ როგორც არასდროს...
შენ მე გადამარჩინე...
ვიცი უცნაურია ყოველი სიტყვა შენთვის რასაც ახლა კითხულობ...
ყველაზე უცნაური კი მე გეჩვენები...
ჩემთვის ის უფრო უცნაურია რომ ვვარსებობ...
ზღვას თოლიებმა გადაუფრინეს,
შენკენ მოდიან,
ჩემს ფიქრებს ვატან...
ვიცი რომ მოვლენ შენამდე.
უცნაურია ყველაფერი..
მე შენ მიყვარხარ!
ესეც ხომ უცნაურია შენთვის...
აპრილის პირველი ღამეა,
თუმცა დამიჯერე,
დამიჯერე
-მე შენ მიყვარხარ!



№1  offline წევრი Zuriko

მზე გოგო ხარ ♥︎
როგორი კარგი იყო♡♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმატი აელია

სასწაული ხარ ♥︎როგორ გამახარე ♥︎
ველოდები ყველა დანარჩენ სიახლეს ❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

"ჩემთვის ის უფრო უცნაურია, რომ ვვარსებობ.."
კარგია,კარგი.
ლურჯი მზე? რა კარგი ნიკია.

 


№4  offline წევრი ლურჯი მზე

მადლობები ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent