შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული სინანული


1-03-2021, 14:38
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 1 406

-----
ის ვიცი რომ მე არასდროს არ გავხდები შენი ცოლი,
არასდროს გავზრდი იმ ბავშვებს რომელზეც ვფიქრობდი(თ)
ჰო, არასდროს ვიქნები შენი შვილების დედა.
შენ არასდროს გახდები ჩემი ქმარი,
არც გაზაფხულზე მომიტან პირველ იებს,
არც შენს სუნთქვებს მოვისმენ და დავითვლი გულისცემას,
ჰო მე არასდროს ვიქნები შენი სახლის დიასახლისი,
ყავა თუ ჩაი არც ამ კითხვას დაგისვამ,
შენი პასუხი ახლაც ვიცი და ყოველთვის მემახსოვრება,
მერე რა რომ შენი ცოლი არ მქვია და არც არასდროს მერქმევა.
ისიც ვიცი რომ მეგობრებთან ერთად დალევ და მომიგონებ,
ალბათ ღვინიან ჭიქასთან ერთად მოგონებებს დაცლი,
სევდაც მოგაწვება და იტყვი რომ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები შენთვის,
თუმცა არასდროს გავხდები შენი ცოლი.
მოუშუშებელ იარად დაგირჩი,
რომელიც წლებმა ვერ შეგიხორცა.
მე კი დაქალებში დავიწყებ ჭორაობას,
ვიტყვი რომ ის სიყვარულზე მეტი იყო რაც გვქონდა(მქონდა)
ვიტყვი რომ ყველაზე ბედნიერი დრო იყო როცა მყავდი,
როცა ვიყავით,
როცა იყავი ჩემთან.
დიდი დრო გავიდათქო ვიტყვი სინანულით,
თუმცა არასდროს გახდები ჩემი ქმარი,
რაც იყო მორჩა.
მე არასდროს გაგაღვიძებ დილით შუბლზე კოცნით,
არც შენ გააღებ ჩემი ოთახის ფანჯრებს რომ სუფთა ჰაერი მომიტანო.
ჩვენ არასდროს ვიხეტიალებთ ქუჩაში ღამით,
არც წვიმიან დღეეებს დავითვლით,
ეს ერთხელ იყო და მაშინ,
განმეორებები არ ხდება.
ჩვენ არასდროს წავუკითხავთ ზღაპრებს შვილებს,
არც იმ სიყვარულზე ვუამბობთ რამეს,
როგორც გვიყვარდა,
ჩვენ აღარ არსებობს,
ეს ის ზრაპარია რომელიც დასრულდა.
იყო და არა იყო რა,
აი რა დაგვრჩა.

ჩვენ - ჰო ჩვენ ორივემ დავაგვიანეთ,
ვერ მივუსწარით მატარებელს
ბედნიერებისკენ რომ მიდიოდა.
ბილეთები კი ორივეს დაგვრჩა,
მოგონებებისთვის,
რომ მივდიოდით,
რომ გამგზავრებას ვაპირებდით,
თუმცა დაგვაგვიანდა.
ორივე სინანულით ვუყურებდით რელსებზე მიმავალ მატარებელს,
მატარებელი, რომელიც მიდიოდა და მალე თვალს მოეფარებოდა.
ვუყურებდით ერთმანეთს,
ორივემ სხვა გზები ავირჩიეთ,
შენ სხვა გზით წახვედი,
მე დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი შენს მხრებს,
დამძიმებულ მხრებს,
მეც მივბრუნდი და ზურგით ვიყავი შენსკენ,
არ მოგაბრუნე, გზა გავაგრძელე.
მატარებელიც მიდიოდა,მისი ხმაური კი დიდხანს მესმოდა.
მე არ მოგაბრუნე,
არც შენ მთხოვე დარჩენა,
ორივეს გვინდოდა ასე,
დასასრულის დასაწყისი,
რომელიც ერთად დავიწყეთ.
მერე რა რომ მატარებელს ვერ მივუსწარით,
ჩვენ ახლაც ერთად ვართ,
თუმცა სხვადასხვა ვაგონებში ვართ და ვაგრძელებთ გზას.
ეს ყველაფერზე მეტია ახლაც.
მომენატრე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent