ჩემი იქნები, სხვა გზას მაინც აღარ მიტოვებ, დეკემბრის ღამეს, შეშლილივით როცა ითოვებს მოხვალ ჩენთან და საპატარძლო კაბას მომიტან, იებს მაჩუქებ ქრისტეშობის პირველ თოვლიდან.. მომეფერები დამავიწყებ ,,მართალს და მტყუანს'' ხომ ვოცნებობდი თეთრ კაბაზე? ვერ გეტყვი უარს.
კესანეებიც შენ გელიან ჩემთვის სართმევად,გვირილას ვხედავ გვირგვინის წნას თავად, რომ იწყებს.იასამნები გიცხადებენ ამბოხს ძვირფასო, შენ კი ვხედავ, რომ გული მაინც მდიდრულად გიცემს.ვარდების კონას ნუ მომიტან - გაუფერულდა
და მერე ერთხელ შენც გამიხსენებ, როგორ მიყვარდი თავდავიწყებით, ჩემს თვალებს ჩემს ღიმილს კვლავ გაიხსენებ, მე კი შენს გვერდით აღარ ვიქნები. მერე მოხვალ და ვარდებს მომიტან,
შენ უსათუოდ მოხვალ ,შენ უსათუოდ მოხვალ...შორიდან... იასამნებნებით ხელში მორცხვად სიყვარულს მომიტან, გადაღლილ თვალებს დახრი და მეტყვი ჩუმად რომ გინდა ისევ ძლიერად მიყვარდე და კვლავ დავიწყოთ ახლიდან...