შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოჩვენებითი მეგობრობა-მეგობარი


3-03-2021, 17:33
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 1 653

---
ჩვენ ვიყავით მეგობრები,
ან იქნებ არ ვიყავით და ეს უფრო მეტი იყო, ან უფრო ნაკლები...
ეს მიზეზია რომ ერთმანეთის სიმძიმე ვერ ავიტანეთ,
ვერ ვზიდე ის ტვირთი ზურგით,შენ რომ ერქვა,
მეც ისე დავმძიმდი , მხრებიდან მომიხსენი,
ზამთრის სუსხიანი ღამე იყო, ხის ძირში დამსვი,
გზა მარტომ განაგრძეო მითხარი.
ჰო ჩვენ არ ვიყავით მეგობრები,
მეგობრები ერთმანეთს არასდროს ტოვებენ,
შენ კი დამტოვე და წახვედი,
მე არ ვიყავი შენი მეგობარი,
ვიყავი მეტი ან უფრო ნაკლები.
თუმცა არა მეგობარი,
რომელიც ზამთრის ცივ ღამეს ქუჩაში დატოვე,
მიატოვე და წახვედი.
ჩვენ პირობითად ვიყავით მეგობრები,
ასე ვამბობდით,
ასე გვეძახდნენ,
ასე გვიცნობდნენ.
თუმცა არცერთმა არ ვიცოდით
პასუხი ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის,
ვერ მოვარგეთ როლები ერთმანეთის ცხოვრებას.
ვერ ავუყწყვეთ ნაბიჯები ერთმანეთს,
პოზიცია და ოპოზიცია,
ასე ვთამაშობდით,
თუმცა საერთო აზრი გვქონდა ბოლოს ყველაფერზე
მეგობრებივით.
ჩვენ ვიყავით მეგობრები,
ასე გვეგონა,
ჩვენი დილა იწყებოდა ერთად,
კეთილი სურვილებით და ბევრი კითხვებით,
თუმცა ასე არ იქცევიან მეგობრები,
დილა ერთმანეთით შეიძლება დაიწყონ თუნცა ყოველი დილა არა.
არ იყო მყარი ურთიერთობა
ისეთი როგორც მეგობრებს აქვთ,
ისინი უძლენებ სირთულეებს,
ჭირვეულობენ და მაინც ჰყავთ ერთმანეთი,
მეგობრები არასდროს ეჯიბრებიან ერთმანეთს,
ერთი მეორეს არ აგრძნობინებს მე შენზე მეტი ვარო.
ჰო ასე იყო, ცდილობდი ჩემზე დიდი ყოფილიყავი,
ცდილობდი და არ გამოგდიოდა,
ეს კიდევ ერთი მიზეზი რომ ვერ გაუძელი ჩემს სიმძიმეს.
ჩვენ არ ვიყავით მეგობრები,
უბრალოდ გვესმოდა ერთმანეთის,
ასე გვეგონა,
კი არა და ასე მეგონა,
თუმცა ორივე სხვა ენაზე ვსაუბრობდით,
არაფერი გვქონდა საერთო და მაინც ვსაუბრობდით,
ჰო არ ვიყავით მეგობრები,
მეგობრებს ესმით ერთმანეთის, უბრაალოდ ესმით,
და თუ არ ესმით განიცდიან და გრძნობენ ემოციებს,
ერთი მეორისას...
ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვიყავით,
მეგონა რომ გრძნობდი და განიცდიდი,
ამის დანახვა მინდოდა, თუმცა უბრალოდ მე მეგონა.
ჩვენ არ ვიყავით მეგობრები, უბრალოდ ვიყავით,
ორი ნოტი რომელიც რაღაც მელოდიას ქმნიდა,
დაუსრულებელ მუსიკად დავრჩით.
პატარები აღმოვჩნდით ორივე,
ვერ დავიტიეთ ერთმანეთი,
ან ორივე ერთად დავპატარავდით.
ცარიელ აკვარიუმებს დავემსგავსეთ.
ასე უნდა ყოფილიყო,
ჩვენ ორივე თავს ვიტყუებდით,
სინამდვილე ერთი იყო,
ჩვენ უცხოები ვიყავით,
არაფერი გვქონდა საერთო ერთმანეთთან,
უბრალოდ მოგვწონდა ერთად,
ეს რაღაც ახალი იყო შენთვის და ჩემთვის.
დავიღალეთ და დასრულდა ის რაც იყო.
მეგობრები არ სრულდებიან,
ეს ყველაფრის პასუხია რომ ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.
სიცრუე, უძილო ღამეებით და ფერადი დღებით
ტყუილით ცხოვრება.
ის ტყუილი რომელიც უნდა დაასრულო.
ჩვენ აღარ ვართ მეგობრები,
შორეული ნაცნობები დავრჩით,
ის ნაცნობები ქუჩაში რომ ღიმილით ხვდებიან და უსიტყვო მზერით
აუვლიან გვერდს ერთმანეთს.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

"მეც ისე დავმძიმდი , მხრებიდან მომიხსენი,
ზამთრის სუსხიანი ღამე იყო, ხის ძირში დამსვი,
გზა მარტომ განაგრძეო მითხარი."

ლურჯო,საოცარი გოგო ხარ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent