ჩვენ ხის სახლში
მე ვერ გივიწყებ ვერცერთი წამით, შენზე ფიქრები ღამით ვარდება, მე ვფიქრობ ვეღარ მოვითმენ მალე, ალბათ შენ იტყვი დროით გვარდება. ამასთანავე რთულია სიტყვა, მოზღვავებული გრძნობებით ბრძოლა, ეხლა ოც სიტყვას რასაც ვანდომებ, ადრე ვიტყოდი ერთი ან ორად. მინდა გაკოცო მე მაგ ტუჩებში, მაგრამ მანძილი ჩვენ შორის დგანა, მაინც მანძილი რომ აღარ იყოს, მომცემდი ამის უფლებას განა? შენ ჩემ ფიქრებში ულევად ზიხარ, ისევ მე შენ ფოტოებს ვუყურებ, ვეღარ ვშორდები ვერაფრით თოვას, ვაკვირდები მე შენთან ვბურტყუნებ. ალბათ შენამდე ჯერ მე ვერ მოვალ, ალბათ მომიწევს ცოტა ლოდინი, დაიწერება სიტყვებად გრძნობა, გრძნობების წერა არის მორფინი. ხის სახლში მოჩანს პატარა ვაზა, მასში ხილი და ერთი კივია, წარმოსახვაში ხის სახლში ვზივართ, შენი ხელი როგორი ცივია. ისევ სხეულში კოცონი მითევს, თვალებში გიყურებ ვერას ვამბობ, ჩემს თვალებში რომ ცეცხლი გიზგიზებს, ცეცხლის ჩაქრობას ალბათ შენ განდობ. ჩემ გულსაც მაინც მე შენ მოგანდობ, ამ ცხოვრებაზე არდავძრავ სიტყვას, რადგან იცი ისედაც შენია, რადგან სიტყვა "ჩვენ" მე ბევრჯერ მითქვამს. არდავთმობ ჯერ მე შენთან გრძნობებს, პირიქით უფრო მეტს შევაგროვებ, რომ ასე გითხრა როგორ მიყვარხარ, შემდეგ კი არსად აღარ დაგტოვებ. მე შენ ფოტოს დიდ ხანს რომ ვუყურებ, ვხვდები ვერშევძლებ შენზე შეხებას, მაგრამ როდესაც გრძნობებს ვიხსენებ, და დავიწყებ ფიქრების შენებას, მახსენდება ისედაც ახლოსვართ, მანძილი არა გრძნობა იზრდება, შენი სახის დანახავისასვე, მეტი ჰაერი რომ დამჭირდება. მეტს ვერ ვიტყვი ახსნას ვერ ვუძებნი, ალბათ სიტყვები აღარ მეყოფა, თავიდანვე მე ისეც ვიცოდი, ჩემი გული რომ შენზე მღეროდა. გრძნობების გადმოცემა რომ მიჭირს, ალბათ ამას ბევრჯერ მიმიხვდი, განა მარტო სიტყვა არმყოფნის? არა შენ ჩემს ფიქრებში მიღიმი. დავშტერებივარ მე შენ ღიმილს და არმახსენდება არცერთი სიტყვა, ეხლა რასაც ვწერ ჭკუას ვერ ვატან, ეს ის არის რაც ჩემს გულში ითქვა. მოვრჩები ალბათ დღევანდელ სათქმელს, და თან ვიცი რომ გრძნობებს ვისწრაფვარ, მე სხვადროს ამას უკეთაც ვიტყვი, თუ ეს ბოლოდრო როგორ მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.