შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ


22-04-2021, 22:54
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 545

სევდა და სევდიანი ღიმილები,
ზაფხულის უჩვეულო სურათია,
უგულოდ გავაფუჭე გვირილები,
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...

ფიქრებში ჩაძირული როიალი,
საათი აღარც მახსოვს რომელია,
ქუჩები მარტოდ მარტომ მოვიარე,
ძილი კი თავად ღამეს მოერია.

ეს ნამი განთიადის პირსაბანი,
ის მთვარე შავ ღრუბელზე მჯდომიარე,
და როცა გადამივლის ურაგანი,
მაგ შენი სიყვარულით მომიარე.

გატყუებ, გადავაგდე კალმისტარი,
რითმებში გადავვარდი... ხო ესეა,
მე დავრჩი პოეზიის პატიმარი,
და დამრჩა ნაწვიმარი პოეზია.

სევდა და სევდიანი ღიმილები,
ზაფხულის უფერული სურათია,
უგულოდ გავაფუჭე გვირილები,
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...

შმაგი წიკლაური



№1 სტუმარი სტუმარი რუსკა

????????????მაგარი ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent