შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა


28-04-2021, 04:30
ავტორი anukihoffmann
ნანახია 9 739

წვიმამ დამინახა შუა ღამისას, თურმე ვტიროდი,
ცრემლების მნიშვნელობა ალბათ პატარამ ჯერ არც ვიცოდი.
ცრემლი შიშისგან უმალ შემიშრა,
როდესაც წვიმამ დასვა შეკითხვა.

მკითხა რა გჭირსო: ,,ვინმე მოგიკვდა?
ისე ცრემლები სულ არ მოგიხდა.
თუ გეძინება, არ ვარ საშიში,
წამოდი ჩემთან, იქ მაქვს ბალიში.

იქნებ მომიყვე რა ხდება შენს თავს,
ვინმე გიყვარს და არ უნდა შენთან?!"
მე თვალებს ვხუჭავ, არ მინდა ფიქრი,
სულ მამძიმებდა ამხელა ტვირთი.

წვიმამ დამტოვა, ქარს დაუძახა,
ჩემი განცდები მას აუსახა,
უამბო: ,,ბავშვია მარტო და ტირის,
მიზეზს არ ამბობს, შენ ჰკითხე მიდი..."

ქარი მოვიდა, გვერდით მომიჯდა,
,,პატარავ რა გჭირს? წვიმამ მომიყვა...
იცი, ნიჭი მაქვს ყველაფერს ვხვდები,
ვიღაც გიყვარს და ბევრს ნიშნავს შენთვის.

სწორად ვიფიქრე? თქვი, რატომ სდუმხარ?"
ხანდახან ვფიქრობ რომ ყველას ვძულვარ.
გთხოვ არ იტირო ნუ კარგავ რწმენას,
ჯერ პატარა ხარ იპოვი სხვებსაც..."

თითქოს დავმშვიდდი და თან ვთქვი დარდით:
ქარმა რა იცის გრძნობები ხალხის,
არავინ უყვარს, არასდროს ტირის,
მისი დრო უაზრო სიცივით მიდის.

ქარს გაუგია ჩემი ფიქრები,
ცუდ ხასიათზე დამდგარა თურმე,
ჩემი ეწყინა, ქარი წავიდა,
წვიმა დაიწყო და ის ატირიდა.


2011წ. ა.ჰოფმანი



№1  offline წევრი ia da vardi da shroshani

რამაგგარია

 


№2 სტუმარი Anuki Hoffmann

ia da vardi da shroshani
რამაგგარია

დიდი მადლობა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent