შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის ბოლო პატარძალი


28-04-2021, 12:59
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 322

ცივი თებერვალი ვერ მხდის ემოციურს,
სევდის ბახუსისგან ისევ მაბანცალებს,
ფურცელს ვუნიავებ თვალებს ეროზიულს,
როგორც შემოდგომის ბოლო პატარძალი.

წერა დავივიწყო, სულმა არ ინება,
ადრე ვარიგებდი უხვად ენდორფინებს,
ახლა სანატრელი გახდა გაღიმება,
ნეტავ ახლა კარში ღმერთი შემოვიდეს.

ლაღად აღარ ისმის გულში ჩემი ნოტი,
ტკივილს როგორც წესი ლექსით ვაზვიადებ,
ზოგჯერ პოეტისაც უნდა გეშინოდეს,
გიჟი მარტივით რომ იცვლის ხასიათებს.

დროა ისეთი რომ უნდა დაიჯერო,
თვალით ნანახი და არა ყურმოკრული,
გულთან აღარავის ნდობა გაიჩერო,
თორემ შენ დარჩები ბოლოს გულმოკლული.

უკვე აღარაფრის შემრჩა სიმპათია,
თურმე მეგობარიც ხდება მოღალატე,
რადგან გაზაფხული მხოლოდ ნიღაბია,
ისევ დაუბერავს ქარი მოძალადე.

შმაგი წიკლაური




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent