შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამიყვარდი


3-05-2021, 07:51
ავტორი anukihoffmann
ნანახია 9 571

გადამიყვარდი! არ გჯერა?
თითქოს არაფრად მიღირხარ,
გულის ცემაც არ გაჩერდა,
როცა ვხედავ რომ მიდიხარ.

გადამიყვარდი! გეწყინა?
დარდმა გაფანტა გრძნობები,
ბედნიერება მეც მინდა
და შენით აღარ მოვცდები!

გადამიყვარდი! მატყობ ხო?
ცრემლებიც უკვე შევიშრე,
თუ ცდილობ მარტო დამტოვო,
არც უშენობას შევიმჩნევ.

ახლა გიყვარვარ?! მერე რა,
მეც განვიცდიდი იგივეს,
ამჩნევ?! სიტყვები გერევა,
როდესაც სხვისკენ მივიწევ.

გადამიყვარდი! მომწყინდა.
აღარაფერი მაწუხებს.
ახლა წინ წასვლა მომინდა
და აღარ ვფიქრობ წარსულზე.

გადამიყვარდი? არ ვიცი...
ნუთუ ეს გრძნობაც ქრება,
თუ სიყვარულიც მთავრდება,
მაშინ რა გრძნობა რჩება?!

ა.ჰოFFმანი



№1 სტუმარი Nini Kifi

ულამაზესი ლექსია!!!

 


№2  offline წევრი anukihoffmann

Nini Kifi
ულამაზესი ლექსია!!!

დიდი მადლობა !

 


№3  offline წევრი Life is beautiful

:))

"გადამიყვარდი? არ ვიცი...
ნუთუ ეს გრძნობაც ქრება,
თუ სიყვარულიც მთავრდება,
მაშინ რა გრძნობა რჩება?!"❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent