შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან ხდება ისეც რომ


6-05-2021, 17:47
ავტორი anukihoffmann
ნანახია 1 536

ხანდახან ხდება ისეც რომ
ლექსების წერაც არ მინდა,
მარტო დავდივარ ქუჩაში,
ვფიქრობ დრო როგორ გავიდა.
ხანდახან ხდება ისეც რომ
არცერთი სიტყვა არ მყოფნის,
მინდა გრძნობების აღწერა,
თუმცა მაინც არ გამომდის.
ხანდახან ხდება ისეც რომ,
ვცდილობ განცდები დავმალო,
ზოგჯერ სიკვდილზე მაფიქრებს
ეს უსამართლო სამყარო.
ხანდახან ხდება ისეც რომ
დღეებს უაზროდ ვატარებ,
ოცნებებს მოსდევს ცრემლები,
სხვა არაფერი მადარდებს.
ხანდახან ხდება ისეც რომ
გული ფეთქვისგან იღლება,
როცა ის ჩემთან არ არის,
ვინც ახლა მართლა მჭირდება!

A.HOFFMANN 2012



№1  offline წევრი anukihoffmann

მარიამი-მარი
მომწონს შენი ლექსები, აზრიანი და კარგადაც გარითმული...
წარმატებებს გისურვებ <3

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის????????????

 


№2 სტუმარი Ana-maria

მომწონს თქვენი ლექსი.კარგად იკითხება, კარგად ირითმება .წარმატებები და ველოდები ახალს

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ლამაზი ლექსია❤️

 


№4  offline წევრი anukihoffmann

Life is beautiful
ლამაზი ლექსია❤️

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

Ana-maria
მომწონს თქვენი ლექსი.კარგად იკითხება, კარგად ირითმება .წარმატებები და ველოდები ახალს

Didi madloba <3

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

ნაცნობი განცდებია. მომწონს, კარგად იკითხება. წარმატებები.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent