შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგვინოემბრდა...


3-11-2018, 00:20
ავტორი ნიკუშა
ნანახია 1 496

აი ნოემბერიც დაგვიდგა და
დაგვიბნელდა ცაც,
შენში ისეც წვიმა მოდის
და გიმშვენებს თმას.
ტალახიან მთაზე ვზივარ
ვასაფლავებ  ვარდს...
იცი? მაგრამ შენ არც იცი
და არ ვაპირებ თქმას...
ფიქრი გამიდეკემბრდა
და გაიცრა ცაც...
ნეტავ ახლა აქ იყო და
მე გითბობდე ხელებს,
ვარდს ჩავკიდებ მთების ძირში
მოგიტანდი გვირილებს...
ერთად, ცრემლს გავატანთ ნოემბერს
დავნამავდით ცას.
ამ ნისლიან ცაზე ლამაზს
ვერსად ნახავ სხვას...
მაგრამ ისევ მარტო ვარ ,
უკვე ფუნჯით ხელში,
წარმოგიდგენ და თან გხატავ
მანათობელს ბნელში...
მე გამიხმა ძვლები,
ამ სენტიმენტებით
შენ რას გრძნობ?
თქვი და გულს გაგითბობ ცრემლით.
მე დაგელოდები,
ცას შევყურებ მთვარიანს,
შენ არც იცი რას განვიცდი
და ჩაის სვამ შაქრიანს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent