შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამეც მახვილი


9-05-2021, 12:19
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 296

...სულს ნუ მიდაღავ ფიქრებო მუქო,
ნისლისფერ წვეთებად აენთე შუქო,
შავ-თეთრი ტილო აქციე ფურცლად,
ტკივილებს,სევდას მე უხმოდ ვფურცლავ..
ყალბი ღიმილით ვუღიმი წყვდიადს,
რითმებით აღვწერ ულმობელს, დიადს,
იქნებ შეწყვიტოს ამ სულის წეწვა,
იქნებ შეწყვიტოს ფიქრების ლეწვა,
იქნებ შეწყვიტოს ნისლისფრად ლესვა,
ტკივილი - რომელმაც თასიდან შემსვა..
რითმებს დავამწყვდევ დამსხვრეულ სულში,
დამსხვრეულ სულში,
და მარტოსულში!
ცეცხლის ენები შეტრუსავს წამებს,
დაფლეთილ ტილოს, რითმებს - ნაწამებს,
აზრებს - ნაწვალებს,
რაც სულს აწამებს!
მინდა გავექცე სამართლიან ჯვარს,
მუდამ რომ მტანჯავს,
ჩემს სულს რომ ხარჯავს,
მე არ ვაპირებ არავის განსჯას
და ვიმსახურებ მუდმივად დასჯას!
მინდა გავექცე ცხოვრებას წყეულს,
განვშორდე სხეულს -
ბოროტით ძლეულს..
მე მსურს დავხატო სიტყვები ჩემი,
რითმი - ნარჩევი,
სეტყვად მოვალ და წვიმად დავრჩები..
ვიწვები ნაცრად -
სულს ვტანჯავ მკაცრად,
დავხატავ ტკივილს, იგივე - მიწას,
მიწას, რომელმაც მე დამამიწა..
წმინდანებს ვფიცავ,
ჩემს სულს არ ვიცავ!
და როცა ზეცა გამიხსნის კარებს,
თუ ლუციფერი არ მიმიკარებს,
რითმებს წავიღებ დაჭრილი ხელით,
მსაჯულს ვაჩუქებ ჩემი სახელით,
ჩემი სახელით,
დარდის გამხელით..
სევდას ვეხები ჩემი ფერებით,
თეთრით,შავით,ნაცრისფერებით,
ტკივილს გავათბობ კოცნით,ფერებით,
სულს გავამთელებ ლოცვით,ხელებით..
ტილოს მოვხატავ,
ჩემს სევდას რითმად თუ გამოვხატავ,
ღრუბელი ცივია - თუმცა მე მათბობს,
წვიმა მწარეა - თუმცა მე მატკბობს,
რითმები ძველი გამომელევა,
სულში ნაცარი გამომერევა,
გამანადგურებს სეტყვა - ლოდებად,
ჩემი ნახატი - ხვეწნად,გოდებად,
და დადუმდება რითმით მხატვარი,
რითმით მხატვარი -
ფიქრით დიადი, ენით -მზაკვარი,
და აყვირდება ზეცას საყვირი,
ჩამეც მახვილი,
ჩამეც მახვილი!!!

პ.ს. შიგნით ღრუბლები, წინ-ალუბლები
[H]



№1 სტუმარი Ana-maria

რომ იცოდეთ, როგორ მომწონს თქვენი ლექსები. ჩემი ფიქრები და სულიც დაფარფატებს ხოლმე სტრიქონებს შორის. ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
რომ იცოდეთ, როგორ მომწონს თქვენი ლექსები. ჩემი ფიქრები და სულიც დაფარფატებს ხოლმე სტრიქონებს შორის. ძალიან მაგარია


დიდი მადლობ, ანა-მარია❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent