ქ... მონანიება
ვერ ვიძინებ, მარად სადღაც ვიკარგები, ფიქრებს თითქოს აღარ აქვს თავი ბოლო. გავურბივარ, მაგრამ ვერსად ვემალები რატომ არის ფიქრი ასე უსასრულო ?! სადღაც უკან, წარსულისკენ მატრიალებს, ან აწმყოა, დაშიფრული მომავალი. რიონს და მტკვარს მოუსვენრად აღრიალებს, და ჩამესმის, ხეთა, გრგვინვა და შრიალი. ნეტა, სადმე ცა თუ არის ესე სერი ცისარტყელა, რომ გამოჩნდეს უფრო მკვეთრად. ნეტა, მაღლა რას აღნიშნავს თავად ღმერთი? როცა ცაა მომზირალი ალისფერად. თითქოს, ფიქრი არსებაა ჩვენში მყოფი , მოუსვენრად აჟრიალებს ტვინში ზარებს, არსებაა, ხანაც თეთრი, ხანაც ბნელი ხანაც დუმს და ხანაც თვალებს აბრიალებს. ერთი ვიცი, რომ მე არ ვარ მარტოდ მარტო, რომელსაც ჰყავს თავში, რაღაც არსებები არ ჩერდბა, ფიქრი კვლავაც უსასრულო და მეც მასში უსასრულოდ ვიკარგები. ხურს და იწვის გონებაში ზართა რეკვა, რა ჩააქრობს, დაუნდობელ ცეცხლის ალებს?! ეს ალები წვიმის წვეთებს ელოდება და გადმოღვრის, ღმერთი ცრემლებს მოელვარეს. მაშინ ხვდები გონებაა გადაღლილი აღარ აქვს ბრძოლის თავი, ბრძოლის ჟინი ფეხი თითქოს, მოკვეთასაც გადაწყვიტავს ციდან ისმის თბილი სიტყვა, ჩემი შვილი. ამ ხმაზე კი გონებაში ალი ქვრება ფიქრი ცქმუტავს, სიბნელეში იმალება, მე კი მესმის გონებაში სიტყვა ღვთისა დაიძინე, არ დაგტოვებ ჩემსა შვილსა! დ.გ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.