შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწარე სიმართლე!


21-05-2021, 01:30
ავტორი ევანგელინა
ნანახია 10 006

რამდენჯერ ვცადე ლექსის დაწერა,
ესეთი რთული არასდროს ყოფილა,
რა გიყო, ბარტყი ვერ შთამაგონებ,
ტყუილს ვერ დავწერ, ნაღდად არ მინდა!

არც გამომივა, რადგან ვარ ხარბი.
ლამაზი სიტყვები არ მემეტება,
როცა არა ხარ ის ერთადერთი,
რომელთარნ ყოფნისას გული ჩერდება.

უბრალოდ დავწერ, იმას, რასაც ვგრძნობ.
სიყვარულსა ჰგავს, მაგრამ არ არის!
ეს იმედია, ანდაც სურვილი ,
შენთან ყოფნისას თავგადასავალი.

იმასაც დავწერ, რომ ხარ ლამაზი.
ფერიასავით მუდამ ანათებ,
მაგრამ ფიქრებით შენ სხეულთან ვარ,
შინაგან სამყაროს ვეღარ ვაფასებ.

ეს ჩემი თვალის დაბრმავებაა,
ანდაც არ მაძლევ, მეტის საფიქრალს.
თუმცაღა, ვიცი ანგელოზი ხარ,
ამდენი ფიქრით თმებიც დამცვივდა.

მინდა, რომ ვიყოთ ერთად, სულ მუდამ
არანაირი კალიცო, კალამი.
მინდა, რომ ვიყოთ თავისუფლები!
ხშირად მოგიძღვნა ლექსი ალალი!

მინდა, რომ ჩუმად, იდუმალებით,
კოცნა მოგიძღვნა, უბიწო, მქრალი.
მინდა, რომ შენი ყოველი ნახვისას,
ტუჩი ვიგემო გაუმაძღარი!

ეს არის ჩემი თავხედი გრძნობა,
რომელსაც სახელი არ ღირსებია.
ეს არის ჩემი გულის ნადები,
რომელსაც სითბო მონატრებია.

ჩემი ფიქრია და თან სურვილი,
უარს ნუ იტყვი, ნუ მაგრძნობინებ,
რომ ბოლო დღეა, აღარ იქნები,
სველ ტუჩებს ხელით ნუ მაშრობინებ!

უბრალოდ მაკოცე, ისევ მხურვალედ,
როგორც მკოცნიდი, წარსულის დროში,
რომ ეს წუთები, არ დაგვავიწყდეს
არ გადავვარდეთ ბნელ მოლოდინში!
გ.დ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent