შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

31.05.2021 დღეს დასრულდება ყველაფერი...


31-05-2021, 22:59
ავტორი ნივთი (
ნანახია 1 764

დღეს დასრულდება ყველაფერი ამას გპირდები,
ბოლო იმედის წვეთიც გამიქრა,
დღეს დავინახე აღარ გჭირდები,
ძალით მაგდებ და წასვლა არ მინდა....

დღეს დასრულდება ყველაფერი ამას გპირდები,
გავაქრობ ფიქრებს მეტად მძიმეს და თან სევდიანს,
დავიკარგები ისე როგორც შენ ისურვებდი,
მაგრამ არ შევწყვეტ, შენს ძველ სახლთან მუდამ ხეტიალს.

დღეს დასრულდება ყველაფერი ამას გპირდები,
მოგონებებით გავირთობ თავს და ისევ მოვიწყენ,
ბედნიერი ვარ რომ მიყვარდა და ეხლაც მიყვარს,
ალბათ ოდესმე უჩემობით ისიც მოიწყენს....

დღეს დასრულდება ყველაფერი ამას გპირდები,
ალბათ არც ღირდა "არაფრისთვის" დროის გაფლანგვა,
მე "არავინ" ვარ შენი სიტყვებით,
ხოდა მივდივარ, გტოვებ მარტო, მასთან სატანჯად....



№1 სტუმარი მარჯო

მშვენიერია!

 


№2 სტუმარი Ana-maria

სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს ლექსს,ახლის დასაწყისზე და სიყვარულისგან აფარფატებულ სულზე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნონა

იმედს ნუ დაკარგავ, სიყვარულის ასე მარტივად დავიწყება წარმოუდგენელია.

მძაფრი ლექსია...

წარმატებას გისურვებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent