შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს ისევ გავაღებ ფანჯარას..


11-06-2021, 18:18
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 049

დღეს ისევ გავაღებ ფანჯარას,
ვგავარ ძველ,მორყეულ ანჯამას,
მახვილს ჟანგიანს,
ზეცას დარდიანს,
ამინდს ავდრიანს,
და თოვლს ადრიანს..
ვადაგასულს,
დროგარდასულს
ხელიდან წასულს,
ბუნებით ავსულს,
ფიქრით მარტოსულს
და პირქუშ წარსულს..
დავდგები ყინვაში შიშველი,
წვიმა ვერაფერს მიშველის..
ვერ ვხედავ მზეს,
ვერც გზებს,
და ვერც სევდიან, გაყინულ მთვარეს,
ვერც სევდით დანისლულ ცრემლიან თვალებს..
მე ვეღარ ვიღებ მწარე დროებას,
ამაოებას,
ამაოებას - ფიქრებით დასჯილს,
ულმობლად განსჯილს..
როცა სცივა ქვას,
და თუნდაც ამას ტკივილი ერქვას,
თავისი ადგილი ხომ უნდა ქვასაც,
უხავსოდ ტირის და სტკივა მასაც..
და ასე დავრჩები მე მზის ყოფილად,
სხეულისაგან გამოყოფილად,
და ქვის ფიქრები თურმე რა ყოფილა,
გავქრები მზისგან-თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent