შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარცეცხლს მივეცი


3-05-2021, 14:03
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 095

მზე ჩავიდა... მთვარე ტირის..
ობოლ ღრუბელს სცივა.. სცივა..
მზეჩამარხულ ზღვაში ტივი..
ტალღებს ებრძვის.. ფიფქი ცვივა..

მოსდგომია ცას ცრემლები
ვეღარ ტირის ტივის ცოდვით,
პაწაწინა ნაოსანი
გადარჩენას ცდილობს ლოცვით..

ატეხილა ხევში კვირტი,
ო რა ძლიერ პენტავს.. პენტავს..
და უმზეო ცაზე ბინდი,
შემოჯარულ ღრუბლებს თენთავს..

არ ყოფილა ღამე თეთრი,
და არც ცაა სილამაზე,
როცა შენ ბედს ერთადერთი
მზე მოუკლეს ქვეყანაზე..

მზეჩამარხულ მგმინავ ზღვაში
ნაოსანი ტივზე გდია..
აღარა აქვს შესაბრალი
ცრემლი ზეცას წაუღია..

დაიშლება მალე ტივი..
წინ წყვდიადი გელის.. გელის..
ასტკივდება მავანს კბილი
იმ დღეს, ჯვარს რომ აცვეს ღმერთი..

ცას აღდგომა ხიბლავს შორი..
ღვთის ძეს გული სტკივა.. სტკივა..
გზა შენამდე მიდევს შორი..
წყვდიადია.. ფიფქი ცვივა..

აღსდგა ქრისტე.. და მე ჯვარზე
არ ვეწამე მისთვის გვერდით,
ველი მტვერი დანარბევი
ფეხრთა მისთა უფლის ზვარაკს..

მზე ჩავიდა მგმინავ ზღვაში,
მწუხარებით დანალევი
მიწა იძრა მწუხარებით,
და გაისმა გლოვა ქარში..

დავალ წყვდიადში..
უშენობის გადამაქვს სევდა..
მზიან მხარეში
მოგზაურობს კაისთვის გერდა..

ისევ იცვალა გაზაფხულმა,
ძვირფასო, გვერდი..
ქარცეცხლს მივეცი მონატრება,
ლექსად რომ გწერდი..



№1  offline წევრი Life is beautiful

"არ ყოფილა ღამე თეთრი,
და არც ცაა სილამაზე,
როცა შენ ბედს ერთადერთი
მზე მოუკლეს ქვეყანაზე.."❤️

მე ხომ ლექსით გპასუხობდი
ახლაც ლექსით გეტყვი სათქმელს
მე რომ მზეზე ვნადირობდი
შენ აქ ქმნიდი დიად საქმეს

მომწონს ყველა ამ სიტყვაში
ჩატეული გრძნობები
მკერდში გულს მიტოკებს
და გულზე მაქვს ლოდები.

ქრისტე აღსდგა! ❤️
მრავალს დაესწარით❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Life is beautiful
"არ ყოფილა ღამე თეთრი,
და არც ცაა სილამაზე,
როცა შენ ბედს ერთადერთი
მზე მოუკლეს ქვეყანაზე.."❤️

მე ხომ ლექსით გპასუხობდი
ახლაც ლექსით გეტყვი სათქმელს
მე რომ მზეზე ვნადირობდი
შენ აქ ქმნიდი დიად საქმეს

მომწონს ყველა ამ სიტყვაში
ჩატეული გრძნობები
მკერდში გულს მიტოკებს
და გულზე მაქვს ლოდები.

ქრისტე აღსდგა! ❤️
მრავალს დაესწარით❤️


ჭეშმარიტად! შეგეწიოს,
შენც აღდგომის წმინდა მადლი,
ლექსსზე ლექსად გიპასუხებ,
ფუჭი სიტყვით არც მე დაგღლი..

გამიხარდა შენი მოსვლაც
მოლოცვა და კიდე ლექსი..
მე აქ უკვე დავითვალე,
ბნელში ჯდომის წელი ექვსი..

არა უშავს თუ სიკეთე,
გინდა, ბნელშიც გაკეთდება,
თუმც მზე მკვდარი აწი უკვე
ვეღარასდროს დაბრუნდება..

მე აქა ვარ.. თქვენთან ვრჩები..
და წყვდიადშიც შევძლებ წერას,
ასეთია ჩემი დარდი,
ცხოვრება და ბედისწერა..

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ იცვალა გაზაფხულმა,
ძვირფასო, გვერდი..
ქარცეცხლს მივეცი მონატრება,
ლექსად რომ გწერდი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent