შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მფარველის ფრთების ანალოგები


17-08-2021, 04:06
ავტორი კატრინა
ნანახია 1 265

მივიწევდი უფრო და უფრო მაღლა, კიდისკენ
და არ ვფიქრობდი როგორ შევძლებდი უკან ჩამოსვლას...
გონარეული მივიკვალავდი ვიწრო ბილიკებს და
აღარც მსურდა წყვდიადში ჩახედვა, ჩუმით, სნეულად.
მივუახლოვდი გზისა დასასრულს,
აღარ შემომხვდა საყრდენი ფეხის,
გამორკვეული, მოფხიზლბული ფრთხილად ვუსწორებ თვალს ჩემსავე შიშს.
აქ რას ვაკეთებ? რა მინდა ზევით?
როგორ აღმოვჩნდი ფსკერიდან მაღლით?
შემაკანკალა... შემცივდა, დამცხა...
ვეღარ ვფიქრობდი, რა მეთქვა, რა არ...
კივის რაღაცა შიგნითგან შიგვე
და თითქოს გრძნობით მიმხვდარა ისევ,
გადარეულა ეული ჩემი...
იმტვრევა კარი არ’არსებული
და გაბნეული შემოდის ქმარი.
მიყურებს ზევით ქვევიდან მშვიდად
და შემაგონებს -ჩამოხტი, მოდი!
ვუყურებ ირგვლივ გადაშლილ უფსკრულს
და ვერა ვბედავ გადავხტე, როგორ?
-ნუ იყურები, მე შემომხედე!
თვალში მიყურე, გადმოხტი მიდი! -
მზერა ცისფერი მაშფოთებს, მათრობს,
მონაცვლეობით ვუყურებ ამ ორს
-ხელი გაშალე, მინდა რომ გგრძნობდე,
სიმშვიდით უნდა გადმოვხტე, ვთრთოდე... -
და გაიშალა მისი მკლავები,
მფარველის ფრთების ანალოგები...
და მე ვიფრინე დაუფიქრებლად,
რადგან მჯეროდა, მიყვარდა, მწამდა!
არ არსებობდა იმ წუთას შიში,
არცა დაცემის, არცა ჩავარდნის,
სიკვდილის შიში არ არსებობდა!..
და მოქცეული მისვე თითებში
დაცემამდე ერთი წამითღა ადრე
არა ვჩერდები...
მივფრიალებ ქვევითგან ცაში,
ღრუბლებს გავუსვი ნეტარი თავი.
გაოგნებისგან, სიხარულისგან
და შემოჭრილი უცხო გრძნობისგან
კივილი სწყდებათ ამა ბაგეებს.
გაღიმებული ვეღარ ვახერხებ გამობრუნებას
მაქეთკენ მხარეს,
მაგრამ ღიმილზე მოტკბო შეხება ყველაფერს აქრობს...
ყველაფერს აქრობს მისი თვალების,
ცისფერი თვალების,
მისი ტუჩების,
მხურვალე ტუჩების
და სიწმინდის ირგვლივ...
მაშ, ეს უღელი ყოფილიყოს ყველაზე მძიმე,
აღარ შეჰბმოდეს ადამიანს მეტი ტკივილი!..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ძალიან მომეწონა.. რაღაც შენებური წერის მანერა გაქვს.. არ შეწყვიტო წერა და ბევრს მიაღწევ

 


№2  offline წევრი კატრინა

ლაზარე 13
ძალიან მომეწონა.. რაღაც შენებური წერის მანერა გაქვს.. არ შეწყვიტო წერა და ბევრს მიაღწევ


დიდი მადლობა:)
ძალიან გამახარა თქვენმა ასეთმა კომენტარმა:)) უდიდესი სტიმულის მომცემი აღმოჩნდით:)))

 


№3  offline წევრი ალე

ძალიაან მომეწონა heart_eyes

 


№4  offline წევრი კატრინა

ალე
ძალიაან მომეწონა heart_eyes


მიხარია:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent