შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომი საკუთარ თავთან


13-09-2021, 21:01
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 588

- თავიდან ყველა ვიბადებით სუფთა და წმინდა,
ოცნებებს მივსდევთ და სიკეთის სიმღერას ვმღერით,
ღრუბლებში ფრენა და სამყაროს დაპყრობა გვინდა,
ანცი ღიმილით და თვალებში ალალი მზერით.

- მერე გაზრდის და გამორკვევის დროება დგება,
გვეუბნებიან რომ ზღაპრების ტყუილად გვჯერა,
რომ ოცნებები სამუდამოდ ოცნებად რჩება,
რომ სახურავზე ვერ იცხოვრებს კარლსონი, ვერა.

- ვიცით რომ უკვე აღარ მოვა პიტერი ჩვენთან,
ვცდილობთ რომ ღამით არ დავტოვოთ ფანჯარა ღია,
აღარც წვიმაში გავდივართ რომ ყვავილი მოვრწყოთ,
რადგან ვსწავლობთ რომ ასეთ რამეს სიგიჟე ჰქვია.

- მერე ქალაქში დავაბიჯებთ ისეთი სახით,
თითქოსდა უკვე მივაღწიეთ სანატრელ მიზანს,
არადა გულში ძლივსღა სუნთქავს ობოლი ბავშვი,
თვალებში ისევ უნაპირო შიმშილი გვიჩანს ...

- ასე მივათრევთ ამ ცხოვრებას ტანჯვით და შრომით,
მივტირით წარსულს, და ვალაგებთ გეგმებს მომავლის,
მოვიგეთ ბრძოლა, თუმცა ვფიქრობ წავაგეთ ომი,
როდესაც ჩვენში ის უმწეო ბავშვი მოვკალით.



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

რა ლამაზი სახელი გქვია.
და რა კარგი ლექსია.

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ჰაიკო
რა ლამაზი სახელი გქვია.
და რა კარგი ლექსია.

მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი NieMaND

რა ლამაზი და ნამდვილია (( ❤❤❤
--------------------
L.T.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent