ვირთხების დროება
ეხლა ვირთხების დადგა დროება ეხლა ყვავ-ყორნებს აქვთ ჟრიამული და აქ ჩანს ქვეყნის ამაოება ლომს აუკრძალეს აქ სიარული დღეს ბოროტება ქვეყნად აღზევდა და მან მოირგო სიკეთის სახე აქ თვით პლატონიც ვეღარ აღწერდა რამხელა არის სიშლეგის მახე აქ უვიცობას ნათლავენ ცოდნად უცოდინარი მეცნიერია უზრდელობას კი აქ ნახავთ ოხრად გინება თურმე მშვენიერია სიყვარული კი ვნებად მონათლეს ვეფხისტყაოსანს არად აგდებენ ცნობიერება მათ ხომ მოწამლეს ისინი მხოლოდ უვიცს აქებენ სიმამაცე კი გადასცეს წარსულს წარსული კიდევ სულ მთლად უარყვეს სანახაობით უაზროდ გართულს არვინ იხსენებს შოთა რუსთაველს მაგრამ იცოდეთ მალე დადგება დრო როცა ლომი დაიღრიალებს და მაშინ ვირთხაც უცებ გაქრება რაინდთა ცეცხლი კვლავ იბრდღვიალებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.