შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დაუშვა, რომ ერთ მახინჯ დღეს 'გადამიყვარდე'


20-09-2021, 19:06
ნანახია 1 903

აქ წვიმს და ახლა ერთადერთი რაც მსურს ეს შენ ხარ,
წვეთები ქარში დაგროვებულ ტკივილებს ფანტავს.
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ გვერდით წევხარ,
თვალებს ვახელ და შეშლილივით დაგეძებ - სად ხარ...
ვინ ხარ ან რა ხარ...
რას მერჩი ან რატომ არ მიშვებ,
ერთადერთი ხარ ვისი სუნთქვით ცხოვრებაც მინდა.
გაავდრებისას ღამენათევ ფიქრებად მიტევ,
გამოდარების იმედით, რომ ნელნელა წვეთავს.
აქ წვიმს და ახლა ძლიერ მინდა ძილში აგრიო,
შენი სიზმრების საწყისიც და ბოლოც მე ვიყო.
ჩემი გზა შენსკენ მოვმართე და შენი გაიყო,
მე კი ვდუმვარ და თავს გაჩვენებ კარგად ვარ ვითომ.
კარდაგ ვარ მხოლოდ, როცა გგრძნობ და როცა გეხები,
როცა შენს მკლავზე ვიბადრები როოგორც ჩიორა.
თავი რამდენჯერ აგარიდე იმას კი ვერ ვცვლი,
რომ უშენობა არასოდეს გამომდიოდა.
ჩუმი ვარ რადგან შენზე ვდუმვარ -
(სწორედ ეს შემშლის),
მინდა სამყარომ იზეიმოს შენი არსება.
შენ სხვისი ხარ და ამ რითმებით მე ვერას ვერ ვცვლი,
შენი 'მოსვლები' არასოდეს არ დამთავრდება.
ამდენი მოსვლა თუ წასვლა სდევს ამაგრიგალებს,
შუა აგვისტოშიც შეიძლება ერთ დღეს ვიფეთქო.
ეგოიზმია ჩემს სულში რომ ასე წრიალებს
და სულ არ მინდა ეგოს ენით რამე გიწერო...
ალბათ ერთ დღესაც გადაგღლი და დამეკარგები,
შენი სიხშირე ჩემს სიხშირეს ფართოდ გასცდება.
საკუთარ ფიქრებს სამუდამოდ დავემალები
და სხვა გრძნობებზე სიტყვებიც კი დამეკარგება.
ეს თუ ნამდვილი არ აღმოჩნდა რაღა ვირწმუნო,
ეს თუ ტყუილი გრძნობებია რისღა მჯეროდეს.
შენ სიმარტივე გირჩევნია გინდა ის უფრო,
რომ საყვედურებს არასოდეს გეუბნებოდე.
ეს გულწრფელობა იქნება რომ აგაწიოკებს,
ვეღარ იქნები ისე მშვიდი როგორც ახლა ხარ.
ვერ მომიშუშებ შენივ გრძნობით მორთულ ჭრილობებს
და ბავშვურობას შევაჩეჩებ ქუჩებს გზა და გზა.
მერე ვიცი რომ ვერ მიპოვნი ისე დამკარგავ,
განაცრისფრებას ვერ ავიტან თუნდაც მიყვარდე.
მოგენატრები დაიცადე... შენ ჯერ სადა ხარ,
არ დაუშვა რომ ერთ მახინჯ დღეს 'გადამიყვარდე' .
თორემ გაყინულს კვლავ გამათბობს ოდესღაც სულ სხვა,
გააფერადებს სულს შავთეთრს და დატოვებს მის კვალს.
მე მხოლოდ შენი მოლბერტი ვარ... მხოლოდ შენ მსურხარ
და მე შენს გვერდით უსასრულოდ ცხოვრება მინდა.
დიდ სახლში სადაც ვიდედოფლებ... ლექსებს დაგიწერ,
გეტყვი რომ წლებმა დაგაბერა და კვლავ შენ მჭირხარ.
ჩემი ფიქრები ძლიერ მძულს და ძლიერ მამძიმებს
და ეს დუმილი მოვიგონე თავდაცვის ნიშნად.
იქნებ ერთ დღესაც მეც შევძლო და ფერი გიცვალო,
თორემ შენს გამო შემიძლია ყველა გავრიყო.
ამაზე ცუდი მე არ მძალუძს რამე ვინატრო,
თუ მოინდომებ შეგიძლია სულ მთლად ამრიო.
გადამრიო და გამაგიჟო... (უკვე ვგიჟდები),
ეს სიყვარული ასე ვთვლი, რომ მძიმე ჯვარია.
როცა ვფიქრობ რომ შევძელი და აღარ მჭირდები
კვლავ მიყვარდები გაფიქრების პირველ წამიდან.
მე რეალობის შეცვლას ვცდი და შენ თუნდაც გწყინდეს,
თუნდაც ეგოისტ, გაგიჟებულ ქალად ჩამთვალო.
მინდა უაზროდ გიკითხავდე აზრიან წიგნებს,
მხოლოდ იმ მიზნით რომ დილამდე გელაპარაკო.


ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent