შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


11-11-2021, 15:38
ავტორი ნიკა კახიძე
ნანახია 10 071

მე შენ გიყურებ რეალურ თვალით,
მაგრამ ვერ ვარქმევ გრძნობას სიყვარულს,
მაგრამ შენ ისე მშვენიერი ხარ,
გამოაღვიძებ გრძნობას მიმალულს.

თან ყოველ წამს ვგრძნობ როცა შენთან ვარ,
მოწყენილიც კი მუდამ ვიღიმი,
როცა გიყურებ უბრალოდ გისმენ,
მუდამ ჩამესმის შენი ღიღინი.

როცა დროებით ისევ ვერგნახავ,
თავს მოვიტყუებ გრძნობებით ხელში,
ჩემს თავს ვეტყვი მას არ შევიყვარებ,
ეჰჰ გრძნობებს ავიტან მაღალ სხვენში,

შემდეგ ნახვაზე ის გრძნობა მოგაქვს,
რომელიც დავტოვე აი იმ სხვენში,
საკმარისია რომ ახლოს იყო,
თვალ დახუჭული გაგარჩევ სხვებში.

მე ისევ მახსოვს დღეს თმა რომ გაგისწორე,
როგორ ეხევეოდა შენს ლამაზ ბაგებს,
შენმა გამოხედვამ დამცა და დამძირა,
და მეასედებში მე ვითვლიდი წამებს.

თვალებში ჩაგხედე მოგშორდა ღიმილი,
და ვერანაირად მე ვეღარ გწყვეტ თვალებს,
ვაახ თითქოს გაწითლდი და თითქოს არა,
დავუწყე დათვლა შენ ლამაზ ხალებს.

ვეღარ გაგატან იმ გრძნობას ისევ,
ვერაფრით ვხურავ იმ სხვენის კარებს,
როცა მიდიხარ და გეხუტები,
შენთან ყოფნისას დავხუჭავ თვალებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent