შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** II


13-11-2021, 00:44
ავტორი ნიკა კახიძე
ნანახია 1 115

თავ აწეული დავდივარ მუდამ,
თავ ჩაქინდრული გამოვიარე,
შენთან გრძნობებში მიმტყუნა ღუზამ,
დღევანდელიდან გამომდინარე.

დაგიახლოვდი და მიგახვედრე,
თუ როგორ მანგრევს შენი დანახვა,
შენ გრძნობები ისე მიმაყვედრე,
მომინდა რატომღაც გრძნობების გალახვა.

ვიგრძენი შენი ხმა, უბრალოება,
ვიგრძენი როგორიც ვიქნები შენთან,
შენთან ყოფნისას მებრძვის დროება,
ყველაფერს ვადრი უკვე შავ ფერთან.

იმ ღამით ნათელ ცის ფრად გხედავდი,
დღეს კი ცამაც ითავსა შავება,
იმ ღამით შენთან მოსვლას ვბედავდი,
დღეს სიშორის მახეში გავება?

ვიცი ამ კითხვას ვერ უპასუხებ,
რადგან არიცი რას ვგრძნობ ამაღამ,
ეგ კი არა ალბათაც გაწუხებ,
დღესაც ვიფიქრე მოსვლა კინაღამ.

კინაღამ რატომ? ნუთუ ვერ ხვდები,
ვერ შევძელი ამ ფაქტის იგნორი,
მე ვხვდები შენში რომ მე არვჯდები,
მეუფლება ფიქრებში მინორი.

სხვასთან უკეთხარ თავსაც უკეთ გრძნობ,
იმასთან უფრო ბედნიერი ხარ,
ვატყობ რომ მიწევს და შენ უკვე გთმობ,
ჩემი გრძნობებით შენი მონა ვარ.

შენთან კარგად ვარ მაგრამ არ ვფიქრობ,
"ჩემთან ყველაზე კარგად იქნები",
თან შენთავს ისევ შენ რომ დაგითმობ,
შენთვის კარგს ვიზამ მე შენ გპირდები.



უმაგრესია, გააგრძელე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent