სათაური
აქ იყო მარა, ის ჩემთვის არა და რამდენჯერ ვთქვი მეყოფა კმარა. აღარ მინდოდა მეფიქრა შენზე, და შუაზღვაში ჩაძირულ გემზე. მე შენზე ფიქრში ვათევდი ღამეს, შენზე ვფიქრობდი მე ათას რამეს. ისევ მოვა დრო მოგენატრები, და ჩაიხსნება გემის აფრები. იქნება ეს დრო უკვე ნანატრი, აღარაფერი დარჩება ჩვენში. შენს ჩახუტებას ისევ დავნატრი შენს სახეს ვხედავ სულ ყველაფერში. ჩვენ გავიფიქრებთ წარსულის გზებზე და მგონი აღარ ჩაგეცინება, შენ ვეღარ მომხვევ ლამაზ თბილ ხელებს, მეც სხვის კალთაში დამეძინება. ისევ აგრილდა, ისევ გაწვიმდა, ისევ მომადგა მუზა საწერად. გრძნობა გრძნობაზე გადამეფარა, ლექსი ვიშველე ამის აღსაწერად. სიცივე ისევ მიყინავდა ცხვირს, გაყინულ მტევნებს უქროდა ქარი. მაგრამ გულს ვეღარ, ვერ აცივებდა ალბათ აქ სიყვარული კვალ არი, არ მეშინია მე ამ სიცივის, არმეშინია თოვლის და ქარის. უსინათლობაც ვერ შემაშინებს საწერად შუქი მყოფნის ლამპარის. 4 ნულია საათზე ვნახე, არც ამ დღის დროა, არც კიდე ხვალის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.