გამთენიის ფიქრები
და ხუთიც დაიწყო. მე რა დამაძინებს. ეხლა ისე ვფიქრობ ვის რა არ აძინებს. ვის რა არ ასვენებს. დღე ვის გაასვენებს. ვის არ დაასვენებს. ვის გამოუტანენ სასჯელ განაჩენებს. ერთს დაიჭერენ და გაუშვებენ დანარჩენებს. ეხლა ნეტა რომელ ხეს მოძვრა ფოთოლი. და ნეტა რამდენმა ნარკომანმა მოხარშა. რამდენმა გაიღვიძა და ფიქრი არ ასვენებს როდის გათენდება რომ დაიწყოს გარჯა. სულ რამდენი თოფი გავარდა ამ ერთ წუთში. რამდენი სიცოხლე ახლა ომს შეეწირა. ტყვიამ გაიარა ქურდის ნიღაბ ქუდში. რამდენმა რუსთაველზე 120ით ჩაიარა. ფიქრი არ მასვენებს მე კვალ მეფიქრება. ჯერ ვერც დავიძინებ ჯერ არ მეძინება. რომ გათენდება და შაშვის ხმას გავიგებ მაშინ მომადგება ძილი არეული. ბევრი ააყენა ბევრი მთვარეული, ბევრი წააქცია სკამზე დალეული. მე კი ისევ ფიქრში სულ ღრმად ჩარეული ვუსმენდი წგიმის შხაპუნს. ვუსმენდი წვიმის შხაპუნს ოჰ ახლა რა ტკბილი იქნებოდა ძილი მე არ მეძინება. მე ვერ მეძინება. ისევ მასზე ვფიქრობ ისევ მეღიმება. სადღაც კაკუნია კარზე ამბობენ ვინ არი. ჰოპ და დასრულდება რამდენი სიზმარი. რამდენს გააღვიძებს კარებზე ზარი რამდენს გააღვიძებს ტელეფონის ზარი. რამდენს მიადგება დალეული ქმარი რა ცუდი იქნებოდა... ტკბილ ძილს გისურვებთ და მოდი მეც დავიძინებ. დილა გათენდება ალბათ გავიცინებ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.