შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახლისკენ გამექცა ფიქრი


15-12-2021, 18:26
ნანახია 2 632

ზამთარი ერჩის ზეცას დილიდან,
ქარმა კი ისევ ისე მიქარა
და ფარღალალა ხსოვნის სკივრიდან
ძველი დღეები ამომიყარა...
ჩვენი გზები კი ცალცალკე მიქრის
და აღარ ვგავართ ახლა მზეწვიებს,
შენი სახლისკენ გამექცა ფიქრი,
მაგრამ ვერაფრით ვერ დავეწიე.

***
თითისწვერზე შემდგარი ხეებიდან
ზეცა უფრო მაღლა იხედება,
ისევ გამეყინა ხელები და
მარტო ვერ დავრჩები იმედებთან.
ისევ ტკივილები ამიწონეს,
შენზე საფიქრალი გადავკეტე,
ნაპრალებიდანაც გამოჟონე,_
რა სიყვარულივით გადამედე.

***

ჯიუტად მაინც თავის გზით მიდის
ფიქრები ცხადში ვერდატეული,
სიცოცხლე,_ერთი ფრთხიალა ჩიტი_
სხეულში არის გამომწყვდეული.
ვეღარ ავყევი ფრთების გაშლაში,
ვკეცავ მზის სხივებს მთებზე გაფენილს,
სიცოცხლე მიდის თამაშთამაშით
და მეშინია ჩიტის გაფრენის.
სად დავიკარგე,მართლა არ ვიცი,
ან გული რატომ მისდით სტრიქონებს,
ქარებს ვკემსავდი,ჩემი თავისთვის
ბედნიერება ვერ მოვიგონე.
ვერ ვიგერიებ ამდენ შეტევას,
ფლიდებზე მიწევს თვალის დევნება,
სინათლე ტანზე აღარ მეტევა,
ვით ნათხოვარი ბედნიერება.
თითქოს მუხლებიც სადღაც მიმდიან,
ახლა უსისხლოდ რომ არ დავეცე ,
ბავშვურ სიცელქით მუდამ სისხლიან
და ფეხწამოკრულ მუხლებს დავეძებ.



№1  offline წევრი Life is beautiful

ზამთარი ერჩის ზეცას დილიდან,
ქარმა კი ისევ ისე მიქარა
და ფარღალალა ხსოვნის სკივრიდან
ძველი დღეები ამომიყარა...
♡.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent