შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილია...!


22-12-2021, 01:11
ავტორი ლილილი
ნანახია 10 145

გვიანი-მცდარი?

იყო დღე ერთი,დღე სასოებით
დღე სინანულით,
სიყვარულთ სავსე!
მაგრამ კაცს სწადის,მეტი რამ ნაკლებ,რომ მიაღწიოს საწადელს
განცდებს;
ვერ მიაღწია იქამდიმ სადმე,
სადაცა გული მას მიუწვდება,
რადგან მას მასში არ ჰყოფნის ძალა,რათა იბრძოლოს თავისუფლებამ.
გათენდა მრავალ,დატანჯული დღე,
როცა ის მიხვდა იყო ნამდვილი;
ხელში აიღო თავისი ძალა და წინ წარუდგა მტერთ თავაყრილი;
გვიანღა იყო, დანგრეულ იყო,
მისი ოცნება,მისი სახლ-კარი;
მაგრამ ის მიხვდა,რომ არასოდეს;
არასოდეს არს გვიანი-მცდარი!

****
სულთან ჭიდილი...

სიკვდილთან თამაშს რა ხეირი აქვს,
რატომ არ იბრძვის ადამის სული,
რატომ სძლევს ხოლმე კაცს კვდომით სავსე,და დაღარული სულით მოკლული!
რატომ იბრძოლებ,მაშინ როდესაც,
შენზე ძლიერ არს მტერი შენს წინა?
მაგრამ ყოველთვის შენ შენი გული,ყოველ ღამითა გებრძვის და შინა,შენ შენი ცრემლი ვერ დაგიშრია,რომ ადგე,შეხვდე, და დაგამხილა!
რატომ არ იბრძვი? შენ ხომ შენი გაქვს და სამყოფი გაქვს,შენ ძალა შენი. ადექ ებრძოლე,ადექ გახვედი და დაინახე რა შეგიძლია,
რომ გაუკეთო გაბოროტებულს,
მაშინ როდესაც შენც გძლია ტვინმა!!

******
ილია...!

მწირია ის გზა,რასაც გავდივართ;
მაგრამ მწირია უფრო ის ძაფი;
რომელიც ჩაწყდა კაცის ხელითა;
და დაიტოვა თან ნაკვალევი;
დაშორდა გული სულსა და მადლსა;
აივსო კაცი ბოროტი გულით;
და დაიკარგა ცოდნა და გზაცა;
ჩაბნელდა ხალხის გონება-მუნჯი!
როდის ამბობდა ილია,რაცა;
რომ შესძლებია კაცსა ვაება;
მაგრამ არ სურდა მაშინა ხალხსა;
რომ ყოფილიყო ქვეყნის ცვალება;
და დაიღუპა კაცი ძლიერი;
კაცი განდეგილ ცოდვილთა სულთა;
და ამ ქვეყანად დარჩა მხოლოდღა;
კესო,ლუარსაბ,ნესტან-დარეჯან!



_______
ვისი ზეგავლენის ქვეშ ვარ უნდა იგრძნობოდეს.
თითოეული რამდენიმე წამში დაწერილია დღეს საღამოს,უეცარი შემოტევის შემდეგ,არ ვიცი რა იყო, მაგრამ ესენი დამაწერინა.



№1  offline წევრი ლილილი

პრინციპში განდეგილს ვკითხულობდი,მაგის ბრალია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent