მხოლოდ შენ იცი...
მხოლოდ შენ იცი მხოლოდ შენ გესმის ის რასაც ყურში თავსაც არ ეტყვი... გებრძვის და იბრძვის იბრძვი და ებრძვი.. ოღონდ ვის ან რას თავად არ გესმის.. ნეტავ თუ ხვდები გახდი უხეში ცოტა გიკლია გახდე უკმეხიც.. მე მეურჩები მას ეურჩები.. რა დაგმართნია თავს რად უწყრები?.. რამდენი რამე არის უთქმელი.. ვიღაცა კვდება უსმელ-უჭმელი.. დრო მოსულია ახლა ურცხვების.. ნეტა თუ ვინმეს რამე უშველის?.. ისევ შენ იბრძვი, ისევ შენ ებრძვი ხან წისქვილებს და ხან ქარიშხალებს, ნეტავ გეკითხა იმ ერთისთვისაც თავის საქციელს ხომ არ ინანებს?.. მერე ხელდები.. მერე მზევდები.. სამყაროვდები.. ქალღმერთი ხდები... ისე დიდდები ისე ივსები რომ ზეცის კიდეს ხელით მისწვდები.. მერე რა მოგდის? რატომ ჩამორჩი? თავს ვერ ერევი- ამიტომ მორჩი?! ისევ სნევდები.. ისევ ნელდები.. ისევ ნებდები.. რატომ ნებდები?! ... ........................ მხოლოდ შენ იცი, მხოლოდ შენ გიმძიმს.. ყველას ფეხებზე შენი ტკივილი.. შენ ეგრე გინდა ხოდა დამთავრდი! .. ოღონდ აღსდგები ამას გპირდები!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.