იზეიმოს ახლა უსასოებამ
წამწამთ ჩრდილქვეშ კვლავაც მოსჩანს ის წყეული ნათება, გული ისევ იმეორებს დაფდაფების მძაფრ მღერას, მარადიულ სევდას ხელთ საპყარი მიაჩეჩა ოცნებამ- ,,ჩემი ჟამი ამოვწურე, იზეიმოს ახლა უსასოებამ''. ცრემლიც მოსწყდეს თვალის ბუდეს, გზად წალეკოს იმედი, რომ გიხილავ მე ოდესმე, ლურჯ სხივს შევუერთდები. სულს დააჩნდეს ტანჯვის კვალი, ალაპლაპდეს ალისფრად, თუკი, ბაგეთ აღმოხდებათ ეგ სახელი ამ დღიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.