შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გვეგონა


5-02-2022, 16:30
ავტორი MariEel
ნანახია 1 402

როცა გვეგონა მივაკვლიეთ ჭეშმარიტებას,
ღრმად ჩავეძიეთ სამყაროს არსს, მივყევით მცნებას -
შეუცნობელის ცნობიერით დავიწყეთ
ზომვა,
უკვე გაგონილს შევუცვალეთ თანრიგი, წყობა.

ამავ დროს, მავანთ გულს გვიჯაბნდა
მერყევი რწმენა,
აუხდენელი სურვილების მაცდური მღერა...
და შემოლეწა სამლოცველოს კარი ეჭვებმა,
ცეცხლის ალს მისცა ყოველივე ნაკურთხი ზეცად.

ბაგენი კვლავაც ღაღადებდნენ უფლის დიდებას,
გული კი დუმდა, შეუცვალა სიტყვებს დინება.


მარია მოსეშვილი
2022წ.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ზეციერო.. ამ ერთხელაც შეგვინდე,
რომ ის ამ ლექსს უნდებოდა მთელი დღე..
რა ქნას, დღემდე ვერ გაერკვა გრძნობაში..
ცუდი რაა შენი გულის ნდობაში?!

სცადე აბა ცოდვა ხელზე დატიო,
ეს ზერელე ლოცვა თუ გაპატიო..
მამაჩემთან შენთვის ლოცვას გავგზავნი,
სანამ ნახავ, ვინძლო გეყოს საგზალი

 


№2  offline წევრი MariEel

ლაზარე 13
ზეციერო.. ამ ერთხელაც შეგვინდე,
რომ ის ამ ლექსს უნდებოდა მთელი დღე..
რა ქნას, დღემდე ვერ გაერკვა გრძნობაში..
ცუდი რაა შენი გულის ნდობაში?!

სცადე აბა ცოდვა ხელზე დატიო,
ეს ზერელე ლოცვა თუ გაპატიო..
მამაჩემთან შენთვის ლოცვას გავგზავნი,
სანამ ნახავ, ვინძლო გეყოს საგზალი



და ვინ გითხრა მჭირდებოდეს ლოცვანი,
შუამავლად ვინმე, მე და ღმერთს შორის,
ლექსი მუდამ როდია, ანარეკლი ჩემი სულისა,
ანდა გამოძახილი იმ ბნელ კუნჭულებისა...
ვით შევნიშნე ფარისეველთ ბოგინი, ლოცვას ცვლიან უფლის წყევლა-კრულვითა,
დაიწერა ჩემი სიტყვებიც და არ ითხოვს ცოდვილისგან შენდობას.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

არავის უთქვამს.. პატარა იყო,
ჩემი სამშობლო.. გმირების ღირსი,
ყოველ მეათეს დასჩემდა სიცხე,
როდი მახარებს სიკვდილი სხვისი..

ვნახე ბგერათა ზღვა ქარიშხალი,
უბოლორიტმოდ მქროლავი ქვევით..
ქალი.. ძლიერი და საშიშარი,
გრძნობებს იგლეჯდა გულიდან ხელით..

ფერი არ ედო მოკლულ სიყვარულს..
შენს ბაგეებზე შრებოდა სისხლი..
ჰო.. ვერ განიცდი ახლა სიხარულს,
როცა გრძნობათა მბრძანებელს იცვლი..

თქმა საჭიროა განა ყოველთვის?!
თუთიისფერი აჰკვრია სახეს..
შენს აღსადგენად ციდან მოვედი,
რომ დაგავიწყო ტანჯვა რაც ნახე..

ვინ გითხრა, თითქოს უვალი იყოს,
შემოქმედამდე გზა.. ძლევის ღირსი,
მოვედი.. რათა მეგზური ვიყო,
და არა ვისმე მსტოვარი სხვისი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent