შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა...


13-02-2022, 11:16
ავტორი MariEel
ნანახია 1 988

და შენს თვალებში დაიწყებს დილა
შემოსვას სხივის შარავანდედით.
ძვირფასო, ახლა ლოლოებს კიდებს,
გულს მონატრების სუსხი-ნამქერი.

რა იქნებოდა არ გამქცეოდი,
ერთად შეგვესვა შარბათი მღერით,
წარილტვებოდა წყვდიადი ქვესკნელს,
აღვივსებოდით ჩვენ ორნი რწმენით.

მაგრამ წახვედი, ამკიდე ჯვარი,
ცოდვების თითქოს დამადე ვალი,
შემოჰკარ გულო, ბუკს და ნაღარას,
უნდა აღვგავო ამქვეყნად დარდი!

ან იქნებ აქ ხარ, ჩემს ყოველ აზრში,
თვალთა გუგიდან ყვრიმალზე დაძრწი,
ნერვულ ქსელებში მომიწყე ჯანყი,
გსურს შემოგწირო შენ ჩემი თავი...

და მაინც, რატომ ვერ დავდეთ ზავი,
რატომ შემოსდგი საუფლოს ტახტი,
თუკი იცოდი უძლური იყავ,
რად განმარისხე, არიე ჟამი...

განიბნევიან ცრემლები მძივად,
ნაჭედნი სევდის ყოველი წამით,
აღარ დარჩება რაიმე კადრი,
რომელსაც ჩვენი შემორჩა ხათრი...

ძვირფასო, იქნებ, კიდევ გიხილო,
სანამ სამარე თავს მიკრავს მასში,
შემიხორცდება ფრთების ადგილი,
ჩვენ გავფრინდებით ორივე ცაში.



№1 სტუმარი წის

მინდა გითხრა,რომ ეს შენს ნამუშევრებში საუკეთესოა.ნუუ,იქიდან რაც მე ვნახე.აი ეს,პირდაპირ გასაოცარია-ყოჩაღ innocent kissing_heart

 


№2  offline წევრი MariEel

წის
მინდა გითხრა,რომ ეს შენს ნამუშევრებში საუკეთესოა.ნუუ,იქიდან რაც მე ვნახე.აი ეს,პირდაპირ გასაოცარია-ყოჩაღ innocent kissing_heart

მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes მეც მასე მიმაჩნია )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent