მოულოდნელი გადახვევა
რითმების აგონიაა - შენთვის მოძღვნილი სტროფები, აზვირთებული განცდების უწყვეტი ცვლა და ბრძოლები. რძისფერ განთიადს შეერთვის ამ ნაკვთა თრთოლვა გოდებით, ,,ამაღამ ვერ გადარჩები!" - ყურში ჩამესმის მოგვთ ხმები. დაინაცრება თრთვილისფრად, მერქნისგან თლილი ფურცელი, შიგ ჩაქსოვილი რომ იყო: დარდი, შფოთვა და წუხილი. და გავუდექი უვალ გზებს, შეუპოვარი ნაბიჯით, მთვარეს დაირას ვადარებ, გულს რომ შეავსებს ჰანგებით, გარინდებულნი სვავები ჯგროდ დამყურებენ ზემოდან, თითქოსდა მსაყვედურობენ, ,,საწუთრო რად არ ჩერდება'', თუმცაღა ვერ იხილავენ, სხეულის გვამად დაცემას, დილით, მზედ ამოვბრწინდები! თაყვანი ეცით ამონ-რას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.